„ჯორჯიან მანგანეზის” ხელშეწყობით, ჭიათურის პირველი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება

„ჯორჯიან მანგანეზის” ხელშეწყობით, ჭიათურის პირველი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“„ჯორჯიან მანგანეზიდან“ აცნობეს.

კომპანიის განცხადებით, შპს „ჯორჯიან მანგანეზმა“ ჭიათურის პირველი საჯარო სკოლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების თანადაფინანსებაში მონაწილეობა მიიღო.

„ კომპანიის ხელშეწყობით, სკოლის მეორე კორპუსის პირველი სართულის ფოიეს მოწყობა მიმდინარეობს, ასევე მოწესრიგდება სველი წერტილები, სასადილო და გასახდელები.

სკოლის ძირითადი პირველი კორპუსის რეაბილიტაცია გასული წლის ივნისში დაიწყო, რომელსაც „ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა“, „მილენიუმის“ პროგრამის ფარგლებში დააფინანსა.

რაც შეეხება მეორე კორპუსს, ის სამსართულიანია. მეორე კორპუსის დაფინანსება თავის თავზე ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ აიღეს. მერიის მიერ დაფინანსებული თანხით, მეორე და მესამე სართულები გარემონტდა, ხოლო „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელშეწყობით - პირველი სართულის ფოიე.

სარემონტო სამუშაოებს „ჯორჯიან მანგანეზში“ დასაქმებული პირები ასრულებენ, საჭირო მასალების შეძენაც თავად კომპანიამ უზრუნველყო,”-აცხადებენ კომპანიაში.

მათი ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაწილი უკვე დასრულებულია, კერძოდ, შემოსასვლელი მთლიანად გაკეთდა, დაიგო გრანიტის იატაკი, კედლები გაილესა და თავიდან შეიღება, გაკეთდა ჭერი, ანალოგიური სამუშაოები შესრულდა პირველი სართულის მეორე ოთახშიც, იატაკიდან დაწყებული ჭერით დამთავრებული, ყველაფერი შეიცვალა და ახალია. ასევე, დასრულდა სპორტული ოთახის სარემონტო სამუშაოებიც. პარალელურად, რემონტდება სასადილო და სველი წერტილები.

„ჯორჯიან მანგანეზმა“ დაასრულა ის სამუშაოები, რომლებიც აუცილებელი იყო სასწავლო პროცესის დაწყებისთვის. ხოლო ის სამუშაოები, რომლებიც ახლა მიმდინარეობს, ჩვენს სასწავლო პროცესს ხელს არ უშლის და სწავლის პარალელურად მიმდინარეობს. მე როგორც სკოლის დირექტორს, შემიძლია ვთქვა, რომ მათი დახმარების გარეშე ეს კორპუსი საერთოდ დაიხურებოდა, და ჩვენ ვერ შევძლებდით სასწავლო პროცესის დაწყებას.

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო კომპანიის ხელმძღვანელობას იმ გადაწყვეტილებისთვის, რომელიც მათ ჩვენს სკოლასთან დაკავშირებით მიიღეს“,- განაცხადა ჭიათურის პირველი საჯარო სკოლის დირექტორმა გოჩა შუბითიძემ.

აღსანიშნავია, რომ ჭიათურის პირველ საჯარო სკოლაში დღეს 900 მოსწავლე სწავლობს. „ჯორჯიან მანგანეზისთვის“ საგანმანათლებლო პროცესის სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ყველა სასწავლო დაწესებულებას საგანმანათლებლო პროცესის სრულფასოვნად წარმართვის შესაძლებლობა და პირობები ჰქონდეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა