თავდაცვის მინისტრი საფრანგეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში დიეგო კოლასს უმასპინძლა.

როგორც თავდაცვის სამინისტროდან „ინტერპრესნიუსს“ აცნობეს, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთის თავდაცვის უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ასპექტები მიმოიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ საფრანგეთი განამტკიცებს საქართველოსთან თავდაცვის სფეროში მრავალმხრივ თანამშრომლობას და სამომავლოდ კიდევ უფრო გააფართოებს პარტნიორობის არეალს. შეხვედრას საფრანგეთის თავდაცვის ატაშე საქართველოში, ვიცე-პოლკოვნიკი დანი პიტი დაესწრო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო