გიგი უგულავა - ლოგიკურად მიმაჩნია  იდეა,  რომ აქციები რეგიონებს მოედოს და შემდეგ ერთ მუშტად დაუბრუნდეს თავის საწყისებს

ტრანსფორმაცა და განახლება სჭრდება ყველაფერს და მე ლოგიკურად მიმაჩნია ის იდეა, რომ ეს აქციები რეგიონებს, ქალაქებს მოედოს და შემდეგ ერთ მუშტად დაუბრუნდეს თავის საწყისებს,- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე განაცხადა, სადაც პარტიის მხარდამჭერები და ლიდერები არიან შეკრებილები.

უგულავას თქმით, დღევანდელი აქცია გაგრძელებაა იმ სულისკვეთების და ბრაზის, რომელიც გავრილოვის სავარძელში "ჩაბრძანებამ და შემდეგ უკვე გავრილოვის ღამემ გამოიწვია".

"ამ მოვლენებმა ძალიან ბევრი რამ დაგვანახა საზოგადოებას. დაგვანახა, რომ ჩვენი მთავრობა, ივანიშვილის ჩათვლით, არამარტო ფლირტაობს რუსეთთან, არამედ კუდებით არიან გადაბმული, დაგვანახა, რომ ივანიშვილი აბსოლუტურად უტიფარია და ნაცვლად გახარიას გაშვებისა, პრემიერად დაგვასვა თავს. დაგვანახა ის, რომ მან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გამოგვიცხადა ძალაუფლებისთვის. ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც იწყებს ბრძოლას არა ხალხის ინტერესებისთვის, არამედ ძალაუფლებისთვის, კარგავს ამ ხელისუფლებას. ამიტომ, ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ ჩვენ გამოვიდეთ ქუჩაში და გავაპროტესტოთ. მინდა, განსაკუთრებით აღვნიშნო, იმ ახალგაზრდების როლი, რომლებმაც მთელი სამი თვე საქართველოსთვის უპრეცედენტოდ, რადგან ჩვენ არ გვიყვარს ქართველებს განგრძობადი აქციები, ზიდა ეს ტვირთი, ეს სიმძიმე, თითოეული ჩვენთაგანის ნაცვლად, თითოეული ჩვენგანის გამო. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით მათ, მაგრამ მადლობას ჩვენი საზოგადოება მიიღებს მაშინ, , როდესაც ივანიშვილის რეჟიმი და მმართველობა დაასრულებს",-განაცხადა უგულავამ.

მისივე თქმით, "ევროპული საქართველო" პროცესში პირველივე დღიდან არის ჩათული და აქციები უპრეცედენტოა.

"პირველად მოხდა იმ ნავსის გატეხვა, რასაც ბოლო შვიდი წელიწადია ივანიშვილის პროპაგანდა აწარმოებს, რომ პარტიებს არავინ უნდა გაეკაროს, რომ პოლიტიკა ცუდია. თითქოს თვითონ არ არიან პარტია და თვითონ არ მონაწილეობენ პოლიტიკაში. რატომღაც დაარქვეს საკუთარ თავს სახელმწიფო და არა მთავრობა, რომელი დროებით არის არჩეული და სახელმწიფო მუდმივია. ამ გადმოსახედიდან აკომპლექსებდნენ ხალხს, ეს კომპლექსი დაირღვა. აღარავის აღარ აქვს პარტიების კომპლექსი. მე ძალიან კარგად მახსოვს ანალოგიურს მიმართავდა შევარდნაძის რეჟიმი 2003 წელს. ყოველგვარი კომპლექსი უკან და ყველაფერი იმისთვის, რომ ივანიშვილის რეჟიმი არჩევნებზე გავუშვათ ისე, რომ ქაოსი არ დაგვიტოვოს ქვეყანაში",-განაცხადა უფულავამ.

"ევროპული საქართველოს" ლიდერები და მხარდამჭერები რამდენიმე წუთში პარლამენტამდე მსვლელობას დაიწყებენ, სადაც აქციას " სირცხვილია" შეუერთდებიან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა