გიორგი მშვენიერაძე - გიორგი გახარია აუცილებლად უნდა წავიდეს

ჩვენი მოთხოვნა უცვლელია - პირები, რომლებიც ადამიანებზე ძალადობისთვის არ აგებენ პასუხს, სამარცხვინო ლაქად დარჩება ხელისუფლებას, ამიტომ გიორგი გახარია აუცილებლად უნდა წავიდეს,- ამის შესახებ იურისტმა გიორგი მშვენიერაძემ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე "სირცხვილია" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, 20 ივნისიდან 20 სექტემბრამდე პერიოდში ქვეყანაში ბევრი რამ მოხდა. მშვენიერაძის განმარტებით, ამ დროის განმავლობაში რისი კეთებაც ხელისუფლებამ დაიწყო ეს არის,"ყველაფრის ერთმანეთში აზელვა".

"აზელვა სიკეთისა და ბოროტების, წარმატებისა და წარუმატებლობის, ოკუპაციისა და არაოკუპაციის, თვისუფლების - აზელვა იმაში, რომ ჩვენი სწრაფვაა ევროპისაკენ და სინამდვილეში მიგვაქანებს რუსულ ბნელ წარსულში. ეს ყველაფერი კლავს მომავლის იმედს, აჩენს გაურკვევლობას და ერთმანეთისადმი უნდობლობას, გვართმევს შესაძლებლობას, ერთმანეთს ხელი ჩავკიდოთ და ასე შევასრულებინოთ ჩვენი მოთხოვნები ხელისუფლებას. არ უნდა დავკარგოთ ჩვენი ხმის სიძლიერე და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ უნდა გავაგონოთ, რომ ჩვენ ვითხოვდით მინისტრობიდან გიორგი გახარიას წასვლას, რომ ეს პასუხისმგებლობა ყოფილიყო და არა გახარიას წასვლას მინისტრობისგან იმისათვის, რომ ეს დაწუნაურება ყოფილიყო", - განაცხადა მშვენიერაძემ.

აქციაზე რომელსაც "სირცხვილიას" ორგანიზატორები მართავენ, სლოგანია "ერთად ერთის წინააღმდეგ" .

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!