რუსთავში „რუსთავქალაქობა  2019“  აღნიშნეს

რუსთავი დღეს ქალაქის დღესასწაულს აღნიშნავს.როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, ,,რუსთავქალაქობა 2019’’ -ის აღსანიშნავი ღონისძიებები, ტრადიციული მარათონით გაიხსნა, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის საბრძოლო მოქმედებებსა და სამშვიდობო მისიებში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას მიეძღვნა.

სპორტულ აქტივობაში საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ. სპორტული ასპარეზობის გამარჯვებული კაპრალი გიორგი ლომიძე გახდა. დიდების ხეივანში, საპრიზო ადგილების მფლობელებს, თასი, მედლები და სიმბოლური საჩუქრები, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და მე-4 მექანიზებული ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ვეფხვია ჩალაბაშვილმა გადასცეს. სპორტული გარბენი მე-4 მექანიზებული ბრიგადის 41-ე ქვეითი ბატალიონის ინიციატივითა და მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

დღესვე ,,რუსთავქალაქობის’’ ფარგლებში, საბიბლიოთეკო გაერთიანების განახლებული მე-3 ფილიალი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ბიბლიოთეკა, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ,,რუსთავქალაქობის’’ დღესასწაულთან დაკავშირებით, რუსთავში ვიზიტად მყოფი დამეგობრებული ქალაქის, ინეგოლის მერთან ერთად გახსნა.

მოგვიანებით, მეგობრობის გამზირზე სადღესასწაულო კონცერტი, რუსთავის საჯარო სკოლების წარჩინებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია, ფერების ფესტივალი, დრამერების შოუ და ჯგუფ ,,რეზო და ბავშვების“ კონცერტი გაიმართა. ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძემ, 112 ოქროსა და ვერცხლის მედალოსანს, საჯარო სკოლის წარჩინებით დამთავრება მიულოცეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

,,რუსთავქალაქობა 2019“-ის ფარგლებში, ხვალ ,,რუსთავის ეკონომიკური ფორუმი-2019“ გაიმართება. ფორუმს, რომელიც ქალაქის ეკონომიკური პოტენციალის წარმოჩენას ისახავს მიზნად, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, ადგილობრივი მეწარმეები და 6 ქვეყნის, 9 ქალაქის ხელმძღვანელი პირები და ბიზნესმენები დაესწრებიან, რომლებიც რუსთავს ქალაქის დღესასწაულთან დაკავშირებით სტუმრობენ. ფორუმის ფარგლებში, რუსთაველი მეწარმეები პრეზენტაციის სახით წარმოადგენენ ქალაქში მოქმედი საწარმოების პოტენციალს. 22 სექტემბერს კი რუსთავის ცენტრალურ პარკში, ეთნოფესტივალი, ქართული მუსიკის კონცერტი და საპატიო რუსთაველის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

,,რუსთავქალაქობის“ დღესასწაულს, რუსთაველები წელს მეოცედ აღნიშნავენ. ღონისძიებების ორგანიზატორი ქალაქ რუსთავის მერია და ,,სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრია“.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს