ქართველი სამხედროების ხსოვნის პატივსაცემად მარათონი გაიმართა

საქართველოს თავდაცვის ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 41-ე ბატალიონის ინიციატივით, რუსთავში ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნის პატივსაცემად მარათონი გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარბენში მონაწილეობა 41-ე ბატალიონის, სპეციალური ოპერაციების ძალების, V საარტილერიო ბრიგადის, საბრძოლო საინჟინრო ბატალიონის და სერჟანტთა მომზადების აკადემიის სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს.

ექვსკილომეტრიან გარბენში 200-ზე მეტი სამხედრო იყო ჩართული. მარათონში გამარჯვებული სამხედროები IV მექანიზებული ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ვეფხვია ჩალაბაშვილმა, 41-ე ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მუხრან ჯაფარიძემ და ქალაქ რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ მედლებით და საჩუქრებით დააჯილდოვეს.

დაღუპული გმირების ხსოვნის პატივსაცემად მარათონი მესამედ გაიმართა.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა