მალხაზ მაჩალიკაშვილი - ოქტომბრის ბოლოს დავაანონსებ, რომ თემირლანის საქმესთან დაკავშირებით ხალხი გამოვიდეს

„ოქტომბრის ბოლოს, დავამთავრებ ხელმოწერების შეგროვებას, შემდეგ დავაანონსებ, რომ ხალხი გამოვიდეს და ვინც გარეთ გამოვა, სახლში არ წავა, ვიდრე თემირლანის საქმესთან დაკავშირებით ყველაფერს პასუხი არ გაეცემა, - ამის შესახებ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტთან განაცხადა, სადაც 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებული პირების გათავისუფლების მოთხოვნით კარავი გაშალეს.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულების მხარდასაჭერად დადგმული კარავი რიგით მესამეა, რომელიც პარლამენტთან დგას.

„აქ სულ 3 კარავი დგას. ერთი თემირლანის საქმესთან დაკავშირებით, მეორე - გიორგი მამალაძის საქმეზე, მესამე „გავრილოვის ღამის“, ივანიშვილის პირადი პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნის მიზნით. ეს კარვები იქამდე იქნება, სანამ ყველა ადამიანი არ იქნება გათავისუფლებული ტყვეობიდან. ამათ კიდევ ბევრი კარავი დაემატება. ოქტომბრის ბოლოს, მე დავამთავრებ ხელმოწერების შეგროვებას და დავაანონსებ, რომ ხალხი გამოვიდეს. ის ხალხი ვინც გარეთ გამოვა, სახლში არ წავა, ვიდრე თემირლანის საქმესთან დაკავშირებით ყველაფერს პასუხი არ გაეცემა“, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა