ანონსი 22 სექტემბერი

ანონსი  22 სექტემბერი

22 სექტემბერს, 10:00 საათზე, “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის”, ველოსპორტის ეროვნულ ფედერაციასთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობის მხარდაჭერით ავტომობილის გარეშე საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ველომსვლელობას გამართავს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, გაერო-ს ელჩი საბინე მახლი, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, შვედეთის სამეფოს ელჩი ულრიკ ტიდესტრომი, სპორტსმენები, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

ველოგარბენის მარშრუტია: უნივერსიტეტის ქ.#2, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-10 კორპუსის (ე.წ. მაღლივი) მიმდებარე ტერიტორიიდან, ქავთარაძის, ყაზბეგისა და პეკინის ქუჩების გავლით, მრბოლელთა ნაკადი შარტავას ქუჩაზე თბილისის მერიის წინ სკვერში დაასრულებს გარბენს.

საკონტაქტო პირი: ნანა კეზევაძე - 591930180

22 სექტემბერს, 13:00 საათზე, საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების (07-3/380; 28.06.2019 და 07-3/384; 17.07.2019) საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართება მცხეთაში.

კულტურის ცენტრი „სვეტი“

22 სექტემბერს, 15:00 საათზე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, ყაზბეგის გამზირზე მდებარე წითელ პარკსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, კამპანია EUROPEANMOBILITYWEEK-ის ფარგლებში ელექტრო სკუტერებითა და ველოსიპედებით მსვლელობა გაიმართება.

22 სექტემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების (07-3/380; 28.06.2019 და 07-3/384; 17.07.2019) საყოველთაო-სახალხო განხილვა გორში გაიმართება.

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი