რაჭაში რთველისთვის მზადება დაიწყო

რაჭაში რთველისთვის მზადება დაიწყო

რაჭაში რთველისთვის მზადება დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის პრესსამსახურიდან აცნობეს, სეზონის აქტიურ რეჟიმში გადასვლამდე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე ამ მიმართულებით არსებულ ვითარებას, სოფელ ხვანჭკარაში გაეცნო.

„წელს რეგიონი გაზრდილ მოსავალს ელოდება. შარშან მხარეში რეკორდული რაოდენობის ყურძენი დაიკრიფა. რაჭაში ალექსანდრეულის და მუჯურეთულის მოსავალმა 1500 ტონა შეადგინა, ლეჩხუმში კი 800 ტონა ცოლიკაურის მოსავალი დაფიქსირდა. ბოლო 6 წლის განმავლობაში, რაჭაში 1100, ხოლო ლეჩხუმში 800 ჰექტარზე ახალი ვენახებია გაშენებული“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს