რუსთავში  „ეკონომიკური ფორუმი-2019“ გაიმართა

რუსთავში, „ეკონომიკური ფორუმი-2019“ გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, ეკონომიკური ფორუმი, ტრადიციულად, ყოველი წლის შემოდგომაზე ,,რუსთავქალაქობის“ ღონისძიებების ფარგლებში ტარდება. ფორუმის ორგანიზატორი, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაა.

რუსთავის ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობა ქალაქში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ექვსი ქვეყნის - პოლონეთის, უკრაინის, ლიეტუვას, ლატვიის, თურქეთისა და ბელარუსის 9 ქალაქის- პლოცკის, პანევეჟისის, ივანო-ფრანკივსკის, ჩერკასის, ხმელნიცკის, დაუგავპილსის, აიდინის, ინეგოლის, ჟოდინოს ხელმძღვანელმა პირებმა, ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მიიღეს. ფორუმს საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა მხეიძე, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, ადგილობრივი ხელისუფლების, რუსთავში მოქმედი მსხვილი საწარმოებისა და კერძო-სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

რუსთავის ისტორიული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში, ქალაქში მოქმედი საწარმოების პროდუქცია და ხელნაკეთი ნივთები იყო წარმოდგენილი, სპეციალურ სტენდებზე კი განთავსებული იყო ინფორმაცია წარმოება-დაწესებულებების შესახებ.

ეკონომიკური ფორუმი რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა გახსნეს. ქალაქისა და მხარის პირველმა პირებმა უცხოელ სტუმრებს, ადგილობრივი ბიზნესის შესაძლებლობები და პერსპექტივები, პრეზენტაციების სახით წარუდგინეს. ფორუმის მონაწილეების წინაშე პრეზენტაციებით წარსდგნენ რუსთავში მოქმედი საწარმოების ხელმძღვანელი პირები და უცხოელი სტუმრები.

როგორც რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა, „ეკონომიკური ფორუმი-2019“ ტრადიციულად „რუსთავქალაქობის“ ფარგლებში მოეწყო. ფორუმი მიზნად ისახავს, ქალაქის ეკონომიკური პოტენციალის წარმოჩენას, ბიზნესმენებს შორის ურთიერთობების დამყარების ხელშეწყობას და ახალი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა