ხელვაჩაურში, სოფელ ახალშენში ძლიერმა ქარმა ხე წააქცია, რომელიც სახლს დაეცა

ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ხელვაჩაურში. სოფელ ახალშენში ხე წაქცია, რომელიც თამაზ ბედინაძის საცხოვრებელ სახლს დაეცა. დაზიანებულია სახურავი, კედლები და რამდენიიმე ოთახი. შემთხვევის შედეგად არავინ არ დაშავებულა. სოფელს არ მიეწოდება გაზი და დენი.
როგორც ადგილზე ამბობენ, ხემ ასევე დააზიანა ელქტროგადამცემი ხაზები და გაზის მილი. ჩაკეტილია ცენტრალური გზაც. ადგილზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები. პარალელურად, ითვლიან ზარალს.
როგორც თამაზ ბედინაძემ განაცხადა, ხის მოჭრა 10 წლის წინ მოითხოვა, თუმცა მხოლოდ გასხვლის უფლება მისცეს.
"მითხრეს წითელ წიგნშია შეტანილიო. ხის მოჭრის წინააღმდეგი იყო მეზობელიც. შემთხვევა დილით მოხდა, ხე დაეცა სახლის იმ ნაწილს, სადაც სამზარეულოა, ზარალი დიდია, ვითხოვ დახმარებას," - განაცხადა დაზარალებულმა

























