საქართველოს მაღალმთიან რაიონებში მოთოვა

გურიის, აჭარის მაღალმთიანეთში და და სვანეთში მოთოვა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, გუშინ, დღის მეორე ნახევრიდან, დასავლეთ საქართელოში, ცივი და ნოტიო ჰაერის მასების შემოსვლა-გავრცელებამ, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში გამოიწვია წვიმა, ზოგან ძლიერიც, მაღალმთიან რაიონებში კი - თოვლი. კონკრეტულად კი გურია, აჭარისა და სვანეთის მაღალმთიანეთში.

რაც შეეხება 22 სექტემბრის ამინდის პროგნოზს, მათი განმარტებით, დღეს უკვე ნალექები შეწყვეტილია.

„ღამის სათებში გამოიდარებს. ხვალიდან კი რამდენიმე დღე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს, მაგრამ ღამის საათებში საქართველოს მაღალმთიან რაიონებში, როგორც დასავლეთ, ისე - აღმოსავლეთ საქართველოში, ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაიკლებს“,- განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა