ბახმაროში მოსული თოვლის გამო, მოქალაქეების ნაწილს, მათ შორის მესაქონლეებს, დახმარება დასჭირდათ

ბახმაროში მოსული თოვლის გამო, გარესამყაროს მოწყვეტილი ოჯახების, მათ შორის მესაქონლეების ნაწილი ამ დროისთვის ადგილიდან გამოყვანილია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ განუცხადა, ამ ეტაპზე ცენტრალური გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ამასთან, მისი თქმით, თავად ადგილზე იმყოფება და საჭიროების შემთხვევაში დახმარებას ყველას გაუწევენ.

„გამოიდარა, თოვლი დნობას იწყებს. პრობლემები აღარ არსებობს. თუკი სადმე რამეა, ჩვენ ყველგან მივდივართ, ვმოძრაობთ. „ენერგო-პროც“ მუშაობს, ადგილზეა, რათა ელექტროენერგიის მიწოდება, სადაც ტექნიკურად იქნება შესაძლებელი, ყველგან განხორციელდეს. მაღაზიებიც მუშაობს.“ - განაცხადა ირაკლი კუჭავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა