ლევან დავითაშვილმა ავტომობილის გარეშე საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ველომსვლელობაში  მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ავტომობილის გარეშე საერთაშორისო დღესათან დაკავშირებით გამართულ ველომსვლელობაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

„დღევანდელი დღე განსაკუთრებულია იმით, რომ გარემოს გულშემატკივრები უარს ამბობენ პირადი ავტომობილით სარგებლობაზე, გადაადგილდებიან ფეხით ან იყენებენ ალტერნატიულ, ჯანსაღ ტრანსპორტს. აუცილებელია გავაცნობიეროთ გარემოსდაცვითი საკითხების მნიშვნელობა, ვინაიდან, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების უმეტესი წილი ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვზე მოდის. ჰაერის პოლიტიკის კუთხით, რამდენიმე ნაბიჯი უკვე გადავდგით. წლის დასაწყისში, ჰაერის პორტალის პრეზენტაცია გავმართეთ. აღნიშნულ პორტალზე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია დეტალურად, რეალურ დროში დააკვირდეს ჰაერის მდგომარეობას მთელი საქართველოს მასშტაბით. თუმცა, ამ კუთხით, ბევრი რამ არის გასაუმჯობესებელი - სადგურების დამატება და პორტალზე მეტი ინფორმაციის დატანა გვაქვს გეგმაში; უახლოეს მომავალში ჰაერის მონიტორინგი ევროპული სტანდარტების მიხედვით განხორციელდება. მონიტორინგი კი, პირველი ნაბიჯია იმისათვის, რომ შემდგომში ჰაერის გაუმჯობესების ღონისძიებები ეფექტიანად განვახორციელოთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, ამ პროცესებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი აქტიური ჩართულობა.

„მთავრობა და პარლამენტი ძალიან მჭიდროდ მუშაობს, რომ ევროპული მოთხოვნების შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა გვქონდეს, მაგრამ კანონმდებლობა კანონმდებლობად დარჩება, თუ ჩვენი გარემოსდაცვითი განათლება და ამ მიმართულებით ცნობიერება არ გაიზარდა. დღევანდელი და მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია, რომ დავფიქრდეთ გარემოსადმი ჩვენს დამოკიდებულებაზე და ვიფიქროთ უკეთესობისკენ შეცვლაზე“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დღევანდელი ველომსვლელობა - „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ - ველოსპორტის ეროვნულ ფედერაციასთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშმრომლობით, საქართველოს გაეროს წარმომადგნელობის მხარდაჭერით, ევროპის მობილობის კვირეულისა და კამპანიის „სუფთა ჰაერისათვის“ ფარგლებში გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ, გაერიოს ელჩმა, საბინე მახლიმ, შვედეთის სამეფოს ელჩმა, ულრიკ ტიდესტრომმა, სპორტსმენებმა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა