გია ვოლსკი - ვერ დაადანაშაულებ სააკაშვილს, რომ ეს საზღვარი მან დაადგინა, მაგრამ მიანიშნა იმ ტერიტორიაზე, რომლის ფლობაც ოკუპანტს შეუძლია

ვერ დაადანაშაულებ სააკაშვილს, რომ ეს საზღვარი მან დაადგინა და განსაზღვრა, მაგრამ რეალობაში მიუჩინა, მიანიშნა იმ ტერიტორიაზე, რომლის ფლობაც ოკუპანტს შეუძლია,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლკსიმ ჟურნალისტებთან ჩორჩანას მიმდებარედ განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

გიორგი ვოლსკის თქმით, ე.წ საზღვარი წინა ხელისუფლების პერიოდში მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულებით არის განსაზღვრული და ოკუპანტები აღნიშნულით ხელმძღვანელობენ.

„ეს არის თემა, რომელზეც შეიძლება ვედაოთ საქართველოს ხელისუფლებას. ეს არის თემა, რომელიც მთელი მსოფლიოს დღის წესრიგშია. რასთან მიმართებაში გადმოსწიეს, სადმე იცოდით, არსებობს საზღვარი სადმე? საზღვარი არის განსაზღვრული 2007 წლის სააკაშვილის ბრძანებულებით, რომელიც იმეორებს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საბჭოთა პერიოდის ადმინისტრაციულ საზღვარს. ჯიპიარესებით დარბიან ახლა და ამ საზღვარს მიყვებიან. რასაკვირველია, ვერ დაადანაშაულებ სააკაშვილს, რომ ეს საზღვარი მან დაადგინა და განსაზღვრა, მაგრამ რეალობაში მიუჩინა, მიანიშნა იმ ტერიტორიაზე, რომლის ფლობაც ოკუპანტს შეუძლია“,-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა