გიგა მაქარაშვილის ინფორმაციით, „სირცხვილიას“ წევრები გორში საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვაზე არ დაუშვეს

სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები გორში, უნივერსიტეტის შენობაში საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვაზე არ დაუშვეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მოძრაობის ერთ-ერთმა აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა განუცხადა, ამის მიზეზად პოლიციამ მათ შენობაში საკმარისი ადგილების უქონლობა დაუსახელა.

გიგა მაქარაშვილის თქმით, აქტივისტებმა ტერიტორია უკვე დატოვეს, რადგან ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებების განხილვის პროცესში, „ზედმეტ ჩოჩქოლს“ მოერიდნენ.

„ბუნებრივია, ხელი არ შევუშალეთ. ძალიან მნიშნველოვანი პროცესია პროპორციულ სისტემაზე გადასვლა მთელი ქვეყნისთვის. ბევრი ახსნა-განმარტების შემდეგ, რომ არ აქვთ უფლება შემიზღუდონ გადაადგილება და საჯარო განხილვას არ დამასწრონ, მივხვდი, რომ აზრი არ ჰქონდა. პოლიციელების რაოდენობა ემატებოდა, ზედმეტი ჩოჩქოლი რომ არ გამოგვეწვია, დავტოვეთ ტერიტორია“,-განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა