ანონსი  23 სექტემბერი

23 სექტემბერს, 09:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი(c კორპუსი, მე-5 სართული)

23 სექტემბერს, 10:00 საათზე, დამოუკიდებელი იურისტებისა და მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი პარლამენტთან (უკანა შესასვლელი) გამართავენ აქციას: "არ ჩააბეტონო კლანი".

საკონტაქტო: კახა წიქარიშვილი 595 60 60 11

23 სექტემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო "რუმსში", გაიმართება სიმპოზიუმი: „დემოკრატიული ფასეულობების დაცვა და რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა“. ღონისძიებას, რომელსაც PEN ამერიკის პრეზიდენტი თომას მელია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური და საქართველოს პენცენტრის პრეზიდენტი პაატა შამუგია გახსნიან, ასევე დაესწრებიან დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორის, მედიის წარმომადგენლები, მწერლები, პოეტები და პუბლიცისტები.

მის: მერაბ კოსტავას #14. სასტუმრო „რუმსის“ Garden Hall.

23-24 სექტემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“, საქართველოს პროფკავშირების ორგანიზებით და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით, საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება: „ასოცირების დღის წესრიგის ეფექტურად განხორციელების გზით შრომის უფლებებისა და სოციალური დიალოგის ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამ ქვეყანაში: საქართველო, მოლდოვა და უკრაინა“

23 სექტემბერს, 11:00 საათზე, „ევროპული საქართველოს“ წევრი ირმა ნადირაშვილი პრეზიდენტის შეწყალებების საქმესთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივა.

საკონტაქტო ინფორმაცია: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

23 სექტემბერს, 11:00 საათზე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ბექა ნაცვლიშვილის ბრიფინგი გაიმართება.

B კორპუსი, მე-2 სართული.

23 სექტემბერს, 11.00 საათზე, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, საერთაშორისო საზღვაო უნივერსიტეტების ლექტორთა ასოციაციის (IMLA) კონფერენცია გაიხსნება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 20-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი.

კონფერენციის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე სხვა უწყებების წარმომადგენლები.

23 სექტემბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პროფკავშირების ახალი გაერთიანების წევრები, „სოლიდარობის ქსელისა“ და “ერთობა 2013-ის” წარმომადგენლები პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები - გააუმჯობესებს, თუ არა შემოთავაზებული ინიციატივები დასაქმებულთა უფლებებს.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

23 სექტემბერს, 12:00 საათზე, საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" ოფისში პრესკონფერენცია გაიმართება.

მის: უზნაძის ქ.4

23 სექტემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი(C კორპუსი, მე-3 სართული)

23 სექტემბერს, 12:00 საათზე, „შემოქმედებითი ევროპის“ ბენეფიციარებისთვის კონკურსის გამოცხადებასთან დაკავშირებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი ბრიფინგს გამართავს.

მის:სანაპიროს#4

23 სექტემბერს, 12:00 საათზე, „მედიაცენტრ მთავარში“, პოლიციელის მკვლელობის საქმეზე, პრეზიდენტის მიერ შეწყალებული რამაზ დევაძის ადვოკატი კლუბში გადაღებულ ვიდეომასალას გაასაჯაროვებს.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

23 სექტემბერს, 12:00 საათზე, თსუ-ს ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის მიერ მომზადებული „საქართველოს ეროვნული ატლასის (ინგლისურ ენაზე) და საქართველოს გეოგრაფიული ატლასის (ქართულ ენაზე) პრეზენტაცია გაიმართება.

მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1 თსუ პირველი კორპუსი, მეორე სართული, თსუ მუზეუმი

23 სექტემბერს,13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან 20-21 ივნისის მოვლენებზე დაკავებულების მხარდასაჭერად აქცია გაიმართება. ორგანიზატორები არიან: მოძრაობა „გავრილოვის პატიმრები“, „ამერიკის მხარდამჭერთა ლიგა“, „ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის“, პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წარმომადგენლები.

საკონტაქტო: 555510845 ლინა დოლიძე

23 სექტემბერს, 13:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო პროექტის „მცოცავი ოკუპაციის გავლენა მოსახლეობის დენადობაზე“ კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართება.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა (საგამოფენო დარბაზი )

მის: ლადო გუდიაშვილის 7

23 სექტემბერს, 13:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“, ევროპის ფონდი „ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში“ კვლევის ანგარიშს წარმოადგენს.

მის: თელავის ქ.20

23 სექტემბერს, 13:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე დაკავებული 6 პირის სასამართლო სხდომა გაიმართება.

23 სექტემბერს, 14:00 საათზე, სახელმწიფო საწარმოების მართვის ეფექტიანობის შესახებ თემატური მოკვლევის ჯგუფი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს მოუსმენს.

საკონფერენციო დარბაზი(B კორპუსი, მე-4 სართული, ოთახი #410)

23 სექტემბერს, 14:45 საათზე, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრები ევროპის საბჭოს კონგრესის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

კომიტეტის სათათბირო ოთახი # 439 (C კორპუსი, მე-4 სართული)

23 სექტემბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, მე-2 კორპუსი, ბიუროს ოთახი)

23 სექტემბერს, 15:00 საათზე, ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ევროპის სპორტის კვირეული საზეიმოდ გაიხსნება.

23 სექტემბერს, 16:00 საათზე, თელავის რაიონულ სასამართლოში, სოფელ ყანდაურასი მომხდარი მკვლელობის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართება.

23 სექტემბერს, 17:00 საათზე, თსუ-ში გაიმართება საპატიო დოქტორის წოდების გადაცემის საზეიმო ცერემონიალი. თსუ-ს საპატო დოქტორის წოდება მიენიჭებათ დოქტორ, პროფესორ, მის სამეფო უმაღლესობას, პრინც ჰაინრიჰ ფონ უნდ ცუ ლიჰთენშთაინს; პროფესორს, დოქტორ მარკ ჰენეს დანიელს; პროფესორ ნიკოლას ტოტსა და პროფესორ ქეთი დაიან შიკს.

მის: თსუ პირველ კორპუსში, თსუ მუზეუმი (მის: ი.ჭავჭავაძის გამზირი #1).

23 სექტემბერს, 19:00 საათზე, ფოთის თეატრში „დურუჯის“ ორგზის გამარჯვებულის ნიკა საბაშვილის სპექტაკლის „ერთხელ საქართველოში“ პრემიერა გაიმართება, რომელშიც ქართული თეატრის, კინოს და სერიალების ვარსკვლავები ფოთის თეატრის მსახიობებთან ერთად მონაწილეობენ.

საკონტაქტო: რამაზ იოსელიანი 599 27 60 60, ნიკოლოზ საბაშვილი 579 444 333

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო