დონალდ ტრამპი ზელენსკისთან ბაიდენის შესახებ საუბრის ფაქტს ადასტურებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ მან უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და მისი შვილის შესახებ ისაუბრა, - ამის შესახებ „როიტერსი“ იუწყება.

დონალდ ტრამპის განმარტებით, 25 ივლისის სატელეფონო საუბარი ძირითადად მილოცვის ხასიათს ატარებდა, თუმცა ის კორუფციის საკითხსაც შეეხო.

„საუბარი ძირითადად, მილოცვის ხასიათს ატარებდა. ვისაუბრეთ კორუფციაზეც და აღვნიშნე, რომ არ გვსურს ჩვენი ხალხი, ისეთები როგორიც ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი და მისი ვაჟია, უკრაინაში ისედაც არსებულ კორუფციას უწყობდნენ ხელს“.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა იძიებს მედიაში გავრცელებულ ცნობებს, თითქოს ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში ტრამპი დაიმუქრა, რომ გააჩერებს უკრაინისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარებას, თუკი ზელენსკის ადმინისტრაცია არ გამოიძიებდა ჯო ბაიდენის და მისი ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის მოქმედებებს.

დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თუკი აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეა, ეს ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობის ფაქტია.

წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ ადამ შიფმა გუშინ განაცხადა, რომ თუ გამოძიება დაადგენს ზეწოლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის სიზუსტეს, ტრამპის იმპიჩმენტი ერთადერთი გზა იქნება.

იხილეთ ვიდეო: დონალდ ტრამპი ზელენსკისთან ბაიდენის შესახებ საუბრის ფაქტს ადასტურებს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა