„რუსთავქალაქობა-2019’’-ის დასკვნითი ღონისძიებები გაიმართა

,,რუსთავქალაქობა-2019’’-ის დასკვნითი ღონისძიებები, რუსთავის ისტორიული ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცენტრალურ პარკში გაიმართა, - ამის შესახებ ,,ინტერპრენიუსს’’ რუსთავის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ,,რუსთავქალაქობის“ სადღესასწაულო ღონისძიებების ფარგლებში, ,,ეთნოფესტივალი“ ჩატარდა. ქალაქის ისტორიული ციხის ტერიტორიაზე, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებს ხალხური რეწვის, ხატწერის ნიმუშები და ხელნაკეთი ნივთები ჰქონდათ წარმოდგენილი. ეთნოფესტივალზე მისულებს, საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციული კერძების დაგემოვნების საშუალებაც ჰქონდათ, პარკის ტერიტორია ეთნოსტილში იყო გაფორმებული.

ღონისძიებებს ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ, წლის საპატიო მოქალაქე დააჯილდოვა. ქალაქის მერმა საპატიო რუსთაველის ტიტული, სპეციალური სიგელი და საჩუქარი, ტექნიკური ინტელიგენციის წარმომადგენელს, ჯონი რუხაძეს გადასცა.

„ქალაქის დღესასწაული, რუსთაველებს ნეკა სებისკვერაძემ და დათო ნოზაძემ, ქართული მუსიკის კონცერტით მიულოცეს.

„ეთნოფესტივალის“ დასასრულს, კონცერტი გაიმართა, რომელშიც ანსამბლები: ,,ჩვენებურები’’, ,,თუთარჩელა’’, ,,მერუსთველი’’, ,,იამბიკო’’, ,,გორგასალი“, ,,სალხინო’’, ,,კეღოშვილები“, ასევე, ქვემო ქართლის მუნიციპილატიტეტების სხვადასხვა ფოლკლორული ანსამბლები მონაწილეობდნენ. ,,რუსთავქალაქობა'' სამი დღის განმავლობაში გაგრძელდა. ღონისძიებების ფარგლებში რუსთავმა ,,ეკონომიკურ ფორუმს“ უმასპინძლა, რომელშიც ექვსი ქვეყნის - პოლონეთის, უკრაინის, ლიეტუვას, ლატვიის, თურქეთისა და ბელარუსის 9 ქალაქის, კერძოდ, პლოცკის, პანევეჟისის, ივანო-ფრანკივსკის, ჩერკასის, ხმელნიცკის, დაუგავპილსის, აიდინის, ინეგოლის, ჟოდინოს ხელმძღვანელმა პირებმა, უცხოელმა და ადგილობრივმა ბიზნესმენებმა მიიღეს მონაწილეობა’’ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი