საწვრთნელ ბანაკ „სორტაზე“ რეზერვისტების დასკვნითი შეკრება გაიმართა

აქტიური სარეზერვო სამსახურის საპილოტე პროგრამის პირველი წელი წარმატებით დასრულდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს მასშტაბით რეზერვისტთა დასკვნითი შეკრება ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის საველე ბანაკ „ზემო სორტაზე“ გაიმართა. რეზერვისტებმა საჩვენებელი სწავლება გამართეს და სხვადასხვა სახის საშტატო იარაღიდან საწყისი და საკვალიფიკაციო სროლა განახორციელეს. წვრთნას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი შალვა ჯაბახიძე, აშშ-ის „ვალიანტის“ (ყოფილი CUBIC- აშშ-ის თავდაცვის სისტემის გამოყენებითი ჯგუფი) ხელმძღვანელი, გრეგორი კანატა და ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

უწყების ცნობით, დასკვნით შეკრებაზე სარეზერვო ასეულებში ჩარიცხულმა რეზერვისტებმა ორი კვირის განმავლობაში, ეროვნული გვარდიის ინსტრუქტორების დახმარებით, საცეცხლე მომზადება გაიარეს. პირველი ეტაპით მათი ინდივიდუალურ დონეზე მომზადება დასრულდება. მეორე წელი კი რეზერვისტების ჯგუფურ მომზადებას დაეთმობა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამა 2018 წლის 1-ელ აგვისტოს დაიწყო.

„აქტიურ რეზერვში ჩარიცხული მოქალაქეები 5 წლის განმავლობაში მსახურობენ და სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდში რეზერვისტები შრომის ანაზღაურების სრულ ოდენობას მიიღებენ. საერთო ჯამში, რიგითი რეზერვისტის საშუალო ანაზღაურება წლიურად ხელზე ასაღები 2760 ლარია. საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღეზეა გათვლილი, რომელიც 12 თვეზე ნაწილდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს