ირაკლი აბესაძე - "ქართული ოცნება" მართლმსაჯულების სისტემის უფსკრულში გადაჩეხვას აპირებს

მოსმენების პროცესის მთავარი დანიშნულებაა, საზოგადოებას დავანახოთ, როგორ აპირებს "ქართული ოცნება" მართლმსაჯულების სისტემის უფსკრულში გადაჩეხვას," - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ირაკლი აბესაძემ ჟურნალისტებს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, "ქართული ოცნება" საზოგადოების სამართლიანი სასამართლოს გარეშე დატოვებას აპირებს.

"სამწუხაროდ, საზოგადოება ამ კანდიდატების განხილვისას დაინახავს, რომ ზოგიერთი მათგანი არის არაპროფესიონალი, ზოგიერთი მათგანი არის არაკეთილსინდისიერი და ყველა მათგანი სარგებლობს "ქართული ოცნების" პოლიტიკური სიმპატიით მათთვის გაწეული სამსახურის გამო, მათი პირადი დამოკიდებულების გამო სასამართლო „კლანთან“ და „კლანის“ მორჩილებაში ყოფნის გამო. ამ პროცესის მთავარი დანიშნულება არის ის, რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ დავანახოთ, თუ საით მიჰყავს "ქართულ ოცნებას" მართლმსაჯულების სისტემა, როგორ აპირებს მის საბოლოოდ გადაჩეხვას უფსკრულში და როგორ აპირებს, რომ ადამაინები დატოვოს სამართლიანი მართლმსაჯულების გარეშე. ამ კანდიდატების მიმართ გვექნება კითხვები, რომელიც ყველაფერს ნათლად წარმოაჩენს," - განაცხადა აბესაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა