გიგა ბოკერია - მაქვს თქვენი კომენტარები, სადაც თქვით, რომ სასამართლოს გამორჩეული ლიდერია ბატონი მურუსიძე - ახლა, ასე აღარ თვლით?!

აქ მაქვს თქვენი კომენტარები, სადაც თქვით, რომ სასამართლოს გამორჩეული ლიდერია ბატონი მურუსიძე. ახლა, ასე აღარ თვლით?! - ამ კითხვით „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, თამარ ალანიას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხდომაზე მიმართა, სადაც უზენაესი სასამართოს მოსამართლეობის კანდიდატთა მოსმენა მიმდინარეობს.

თავდაპირველად დეპუტატი კანდიდატისგან დაინტერესდა, ხომ არ სმენია, ჰყავს თუ არა აშშ-ს, გაერთიანებული ერებისა და საფრანგეთის სასამართლოებს ლიდერები და ვინ არიან ეს ლიდერები.

„ქალბატონო თამარ, რთულ კითხვებთან შედარებით, ბევრად უფრო მარტივი კითხვები მაქვს, ოღონდ ცოტა უცნაური კითხვები, წინასწარ ბოდიშს გიხდით. ხომ არ გაგიგით ჰყავს თუ არა აშშ-ს სასამართლოს ლიდერი და თუ ჰყავს, ვინ არის ის?! არ იცით, თუ არ იცით, არ არის პრობლემა, რადგან, რომ არ მოგატყუოთ, ეს მეც არ ვიცი“, - განაცხადა ბოკერიამ.

თავის მხრივ, კანდიდატმა უპასუხა, რომ სასამართლოს ლიდერად „ალბათ, ნებისმიერი აქტიური მოსამართლე ჰყავს“.

„რატომ გგონიათ, რომ არ ვიცი?! მე ვიცი, ის, რომ აქტივისტი ჰყავს, ალბათ ჰყავს. ნებისმიერი ის მოსამართლე, ვინც აქტიურად გამოდის. გვარები ასე ზეპირად ნამდვილად არ ვიცი“, - აღნიშნა ალანიამ.

ამ კონტექსტში დეპუტატმა კანდიდატს ჰკითხა, ვინ არის ლიდერი საქართველოს სასამართლოში?! რაზეც ალანიამ ბოკერიას ასევე კითხვით მიმართა, რას ფიქრობს იმაზე, თუ ვინ არის საქართველოს სასამართლოს ლიდერი.

„როცა მე ვიქნები ნომინირებული და თქვენ იქნებით დეპუტატი, მაშინ გიპასუხებთ ამ კითხვაზე და ეს არასდროს მოხდება. ვინ არის საქართველოში სასამართლოს ლიდერი?! ერთი გვარი დამისახელეთ. მე აქ მაქვს თქვენი კომენტარები, სადაც თქვით, რომ სასამართლოს გამორჩეული ლიდერია ბატონი მურუსიძე. ახლა ასე აღარ თვლით?!“, - ჰკითხა ბოკერიამ ალანიას.

თამარ ალანიას განმარტებით, საქართველოს სასამართლოს ლიდერია „ნებისმიერი აქტივისტი მოსამართლე“.

„ბატონო გიგა, ეს არის ამონარიდი იმ პასუხისა, რომელიც მომდინარეობდა ლიდერიდან. ის (მურუსიძე) თვლისო, რომ ლიდერიაო და თქვენ თუ თვლით ლიდერია?! ამაზე პასუხი მარტივია, თუ თვლის ის ადამიანი თავს ლიდერად, მე ამ ლიდერს განვმარტავ, როგორც სასამართლოს აქტივისტი. ლიდერს მე აქტივისტად განვიხილავ“, - განაცხადა თამარ ალანიამ.

საქართველოს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა განხილვები დაიწყო. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს მოსამართლეობის ორ კანდიოდატს: თამარ ალანიას და მერაბ გაბინაშვილს მოუსმენენ. ორივე მათგანი თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა