ანა დოლიძე - მაინტერესებს კობა კობალაძის ხმა, რომლის თანამებრძოლები თავის დროზე მოსამართლე თამარ ალანიამ პოლიტიკური ნიშნით ციხეში გაუშვა

მაინტერესებს კობა კობალაძის ხმა, რომლის მეგობრები, თანამებრძოლები მოსამართლე თამარ ალანიამ პოლიტიკური ნიშნით, თავის დროზე ციხეში გაუშვა,- ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ანა დოლიძემ აღნიშნა, თამარ ალანიას კანდიდატურასთან დაკავშირებით მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია "ქართული ოცნების" იმ დეპუტატების ხმა, რომლებიც სამართლიანობის აღდგენის მოტივით მოხვდნენ საქართველოს პარლამენტში.

"მაინტერესებს კობა კობალაძის ხმა, რომლის ძმაკაცები, მეგობრები, თანამებრძოლები პოლიტიკური ნიშნით თამარ ალანიამ თავის დროზე ციხეში გაუშვა. ძალიან მაინტრესებს ამ ადამიანების პოზიცია, პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე დღეს, რამდენად გადაუსვამენ ხაზს იმ პრინციპებს, რისთვისაც უამრავი ადამიანი იბრძოდა ამ ქვეყანაში", - განაცხადა დოლიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის პროცედურა დღეს დაიწყო. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კანდიდატ თამარ ალანიას უსმენენ. ის ამ დროისთვის თბილისის სააპელაციოს სასამართლოს უვადო მოსამართლეა.

ცნობისთვის, თამარ ალანია "მუხროვანის ამბოხების" საქმის განმხილველი მოსამართლეა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა