არჩილ თალაკვაძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველსემესტრელ სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, დეპუტატებთან ერთად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში იმყოფებოდა, სადაც პირველსემესტრელებს ახალი, 2019-2020 სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

„გილოცავთ, თქვენ მიიღეთ ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება თქვენი მომავალი პროფესიის შესახებ. ამ უნივერსიტეტში ისწავლით სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებასაც, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა უკეთესობისკენ უნდა შეცვალოს. წარმატებებს გისურვებთ!” - მიმართა სტუდენტებს არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ საკუთარი სტუდენტობის პერიოდიც გაიხსენა.

„მეამაყება, რომ დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და ყოველწლიურად, როცა აქ მოვდივარ, პირველ რიგში მადლობას ვუხდი პროფესორებს, ჩვენს მასწავლებლებს, ვინც ცოდნა გადმოგვცა. წლები, როცა აქ ვსწავლობდი, ბედნიერად და საინტერესოდ მახსენდება!” - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ დადებითად შეაფასა უნივერსიტეტის განვითარების პროცესი და სამომავლო გეგმებიც. მისი თქმით, თვალსაჩინოა ის პროგრესი, რომელსაც თსსუ-მ პროგრამული, ინფრასტრუქტურული, სამეცნიერო თანამშრომლობისა და სხვა მრავალი მიმართულებით მიაღწია. მან დაადასტურა, რომ ხელისუფლება გააგრძელებს განათლების სფეროს განსაკუთრებულ მხარდაჭერას, რისთვისაც მომდევნო წლებში ბიუჯეტის 25% დაიხარჯება. არჩილ თალაკვაძემ, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლების პრიორიტეტი იქნება, მოქალაქეებმა უფრო ხარისხიანი ჯანდაცვის მომსახურება მიიღონ.

მისივე თქმით, ქვეყნის დღის წესრიგში არსებული მიზნების მიღწევა მხოლოდ განათლებულ მოქალაქეებს შეუძლიათ, რომლებიც კონკურენტული ცოდნით, კვლევისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარით, თანამედროვე, დინამიურად განვითარებად მსოფლიოში სწრაფი ადაპტირების შესაძლებლობებით არიან აღჭურვილნი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა