2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში განსახილველად სავარაუდოდ, 1-ელ ოქტომბერს იქნება წარდგენილი

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი საქართველოს პარლამენტში განსახილველად სავარაუდოდ, 1-ელ ოქტომბერს იქნება წარდგენილი. ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა. მისი თქმით, კანონმდებლობის მიხედვით, 1-ლი ოქტომბერი არის უკიდურესი ვადა, როდესაც საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირებაზე მუშაობა უნდა დაასრულოს და განსახილველად საკანონმდებლო ორგანოს წარუდგინოს.

ირაკლი კოვზანაძე ელოდება, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი 2019 წელთან შედარებით გაზრდილი იქნება.

"საბიუჯეტო კოდექსიდან, რეგლამენტიდან გამომდინარე მთავრობას ვალდებულება აქვს, რომ 1-ელ ოქტომბრამდე 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი წარმოადგინოს. მე რეალურად ველოდები, რომ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი შემოვა 1-ელ ოქტომბერს. ვფიქრობ, რომ ზრდა იქნება, უფრო მაღალი ციფრები, ვიდრე 2019 წლის ბიუჯეტი. მთავრობაში ბიუჯეტის პროექტზე ახლაც მიმდინარეობს მუშაობა. მას თავისი სპეციალური განხილვის გრაფიკი აქვს. ახალი რეგლამენტიდან გამომდინარე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს აქვს განსაკუთრებული როლი ამ მიმართულებით",-აცხადებს კოვზანაძე.

მისივე თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვაში მოსახლეობასაც ექნება საშუალება ჩაერთოს. მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია კი დეკემბრის ბოლოს უნდა დამტკიცდეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა