BIAFF 2019-ის დახურვის ცერემონია გაიმართა

22 სექტემბერს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალის დახურვის ცერემონია გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, საერთაშორისო ჟიურიმ პრიზები სამ საკონკურსო სექციაში გასცა - საერთაშორისო მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები. ქართველ კინოკრიტიკოსთა ჟიურიმ კი კრიტიკოსთა რჩეული მატვრული ფილმი გამოავლინა.

„BIAFF 2019-ის მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსის სექციის ხუთკაციანმა ჟიურიმ - ალექსანდრე მინდაძე (რუსეთი) - ჟიურის თავმჯდომარე, ტატიანა დეტლოფსონი (აშშ), მარტინ ბლეინი (დიდი ბრიტანეთი), კარმენ გრეი (დიდი ბრიტანეთი), რუსუდან გლურჯიძე (საქართველო), გამოავლინა გამარჯვებულები:

გრანპრი - “და იქმნა ნათელი“, მარკო სკოპი, სლოვაკეთის რესპუბლიკა / ჩეხეთი, 2019;

საუკეთესო რეჟისურა - “ოცნებების სასახლე“, რეზა მირკარიმი, ირანი, 2019;

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი - კაიან აჩიკგოზი, ფილმში „სამი დის ზღაპარი“, ემინ ალპერი, თურქეთი/გერმანია, 2019;

საუკეთესო მსახიობი ქალი - ჩემრე ებუზზია, ფილმში „სამი დის ზღაპარი“, ემინ ალპერი, თურქეთი/გერმანია, 2019;

ჟიურის სპეციალური პრიზი - „სამი დის ზღაპარი“, ემინ ალპერი, თურქეთი/გერმანია, 2019.

BIAFF 2019-ის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კონკურსის სექციის ხუთკაციანმა ჟიურიმ - ქშიშტოფ გიერატ (პოლონეთი) - ჟიურის თავმჯდომარე, გასიდე გოლმაკანი (ირანი), კარენ ავეტისიანი (სომხეთი), ოლეს იანჩუკი (უკრაინა), ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი (საქართველო), შემდეგი პრიზები გასცა:

საუკეთესო დოკუმენტური ფილმი - „მაფიის გადაღება“, კიმ ლონგინოტო, ირლანდია, 2019;

ჟიურის სპეციალური პრიზი - „სიყვარულის ავტომობილი“, ელკე მარგარეტ ლერენკრაუზი, გერმანია, 2019 და „ფორმანი ფორმანის წინააღმდეგ“, ელენა ტრეშტიკოვა, ჩეხეთი, 2019.

BIAFF 2019-ის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციის ჟიურიმ - ოთარ შამათავა - თავმჯდომარე (საქართველო), პოლ თილჯეს (ლუქსემბურგი), დავიდ ლორენცი (გერმანია), ასევე ორი ძირითად ნომინაციაში გასცა პრიზები:

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი - “ცხოველი”, ამირან დოლიძე, საქართველო, 2019.

ჟიურის დიპლომი (სპეციალური მოხსენიება) - გადაეცა ორ ფილმს:

“იმედი”, ალექსანდრა მარკოვა, ბელორუსია, 2019;

“საზამთროს წვენი”, ირინე მორეი, ესპანეთი, 2019.

BIAFF 2019-ის ქართველ კინოკრიტიკოსთა ჟიურიმ - ლელა ოჩიაური, ნინო მხეიძე, სალომე კიკალეიშვილი, გამოვლინა კინოკრიტიკოსთა რჩეული ფილმი:

საუკეთესო მხატვრული ფილმი - “ოცნებების სასახლე“, რეზა მირკარიმი, ირანი, 2019.

BIAFF-ის პრიზი კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის გადაეცათ:

მანუჩარ შერვაშიძე (საქართველო);

პოლ შრედერი (აშშ);

დენის ლავანი (საფრანგეთი);

ალექსანდრე მინდაძე (რუსეთი).

კინოფესტივალის დახურვის ცერემონიაზე ასევე დაჯილდოვდა BIAFF 2019 ინდუსტრიული პლატფორმის გამარჯვებული პროექტები და გადაეცათ შემდეგი პრიზები: ვროცლავის აუდიოვიზუალური ცენტრის (CETA) პრიზი - 10,000 ევროს ექვივალენტი კინოპროდუქციის სერვისი - პროექტს „ნარინჯისფერი ცა“ - რეჟისორი და პროდიუსერი შალვა შენგელი, თანასცენარისტი ალექსანდრე ქურხული.

BIAFF კინოფესტივალის პრიზი - საერთაშორისო კინოფესტივალზე BERLINALE დასწრება - პროექტს „ტვირთი“- რეჟისორი და პროდიუსერი ანა იოსავა, თანასცენარისტი ოთარ ქათამაძე.

სტამბულის კინოფესტივალის ინდუსტრიული პლატფორმის „Meeting on the Bridge” პრიზი - სტამბულის კინოფესტივალის ინდუსტრიულ პლატფორმაზე დასწრება - პროექტს „შენ გავხარ მამას“ - რეჟისორი ლევან ლომჯარია, პროდიუსერი ვაკო კირკიტაძე.

კინოფესტივალის მხარდამჭერები - საქართველოს კულტურის, განათლების, სპორტის და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, აჭარის კულტურის სამინისტრო, აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო, ბათუმის დრამატული თეატრი, “ბრიტანეთის საბჭო“, გოეთეს ინსტიტუტი, იტალიის საელჩო

კინოფესტივალის სპონსორები - სასტუმრო „WYNDHAM BATUMI”, კინოთეატრი „აპოლო“,სასტუმრო „Mardi Plaza”, სასტუმრო „Downtown Hotel”, სასტუმრო „Boulevard Hotel”, ტურკომპანია „ვანდერლენდი“, შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“, კაფე „გარდენს“, შპს „Legal Consulting Center“

კინოფესტივალის მედია პარტნიორები - საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, აჭარის ტელევიზია, რადიო ფორტუნა, ბათუმი ტვ, ონლაინ საინფორმაციო სააგენტოები - ფაბლისითი ჯგუფი (www.publicity.ge), ჟურნალი „ინდიგო“, Cinemania, AT.GE, ON.GE, Film New Europe (www.filmneweurope.com), Cineuropa.org, გაზეთი ბათუმელები, netgazeti.ge

კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის და სოც. მედიის საიტებიდან - http://www.biaff.org; www.facebook.com/biaffbatumi, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დავით უსუფაშვილი - „გერმანული მოდელი“ სწორედ იმიტომ იქნა შერჩეული, რომ იგი ყველაზე ადეკვატური კონტრნაბიჯია, რათა პროცესები კონტროლიდან არ გამოვიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.11.2019
ზაზა ფირალიშვილი - უბრალოდ, ივანიშვილს  ვერ წარმოუდგენია, რომ თავადაც ძველი ხელისუფლების მსგავსი შეცდომები მოსდის