ისრაელში პრემიერობის ვერც ერთი კანდიდატი უმრავლესობას ვერ აგროვებს

ისრაელის მომავალი კოალიციური მთავრობის მეთაურობის ორი კანდიდატიდან ვერც ერთი საპარლამენტო უმრავლესობის შექმნისთვის საჭირო 61 მანდატს ჯერ ვერ აგროვებს. ეს პრეზიდენტ რეუბენ რივლინთან გამართული კონსულტაციების შემდეგ გაირკვა.

სამპარტიული ბლოკის „კაჰოლ ლავანის“ ლიდერს ბენი განცს, რომელმაც 17 სექტემბრის არჩევნებზე ყველაზე მეტი 33 მანდატი მოიპოვა, მემარცხენე „ავოდა-გეშერისა“ და „დემოკრატიული კავშირის“ დეპუტატებმა, ასევე „გაერთიანებული არაბული სიის“ 13 დეპუტატიდან 10-მა (ნეიტრალიტეტი შეინარჩუნა არაბული პარტია „ბალადის“ სამმა წევრმა) დაუჭირა მხარი. მთლიანობაში ბენი განცმა 54 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვა.

მოქმედ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომლის ბლოკი „ლიკუდი“ მეორე ადგილზეა 31 მანდატით, ულტრაორთოდოქსმა რელიგიურმა პარტიებმა „შასმა“ და „თორის ებრაელობამ“, ასევე მემარჯვენე პარტია იამინამ დაუჭირეს მხარი.

ავიგდორ ლიბერმანის პარტიამ „ჩვენი სახლი ისრაელია“ (მათ 8 მანდატი აქვთ) რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერაზე უარი განაცხადა. მათ ნეთანიაჰუს ბანაკში რელიგიური პარტიების ყოფნა არ აძლევთ ხელს, ბენი განცის ბანაკში კი არაბული პარტიების და პოტენციურად რელიგიური პარტიებისაც.

პრეზიდენტმა რომელიმე გამოკვეთილ ლიდერს უნდა დააკისროს მთავრობის ჩამოყალიბება და შემდგომი მოლაპარაკებებისთვის პარტიებს არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან 42 დღე აქვთ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა