ღია კარის დღე - “ვალეოლოგია ქართულ რეალობაში“ ჩატარდა

,,მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი - 2019“-ის ფარგლებში ჩატარდა ღია კარის დღე - “ვალეოლოგია ქართულ რეალობაში“.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან აცნობეს, ღონისძიებას მასპინძლობდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდი და თსსუ-ის აფილირებული კლინიკა ,,ბაზი” (აღდგენითი თერაპიის ცენტრი).

საქართველოში ვალეოლოგიის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა, პროფესორმა გიორგი ჩახუნაშვილმა ღონისძიების სტუმრებს გააცნო ვალეოლოგიის, როგორც ახალი პერსპექტიული დარგის არსი და მისი მნიშვნელობა. თსსუ-ის კლინიკის პროფესორმა გიორგი ჩახუნაშვილმა აღნიშნა, რომ დაავადებათა სამკურნალოდ, ყოველწლიურად იზრდება სახელმწიფოების მიერ გამოყოფილი რესურსები, რაც ქვეყნების ეკონომიკურ გამოწვევას წარმოადგენს. ხარჯების დაზოგვის და ეფექტიანობის ამაღლების თვალსაზრისით, იზრდება ცხოვრების ჯანსაღი წესის, დაავადებათა რისკ-ფაქტორების ნაადრევი განსაზღვრისა და პრევენციული ღონისძიებების დანერგვის მნიშვნელობა. სწორედ ამ მიმართულებით არის მნიშვნელოვანი ,,ვალეოლოგიის“, როგორც მედიცინის დარგის განვითარება.

,,ვალეოლოგია არ მოიცავს მხოლოდ მედიცინას და სამკურნალო პროცედურებს, ის წარმოადგენს ჯანმრთელობაზე ზრუნვის კომპლექსურ მიდგომათა ერთობლიობას, რომელიც აერთიანებს ადამიანის ფიზიკურ, მორალურ და სულიერ ჯანმრთელობას. ვალეოლოგიის არსი ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვაა“, - განაცხადა პროფესორმა გიორგი ჩახუნაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა