ალექსანდრე ხვთისიაშვილი ევროპის საბჭოს დელეგაციას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტს, ქსავიერ კადორეს და კონგრესის გენერალურ მდივანს, ანდრეას კიფერს შეხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და კონგრესს შორის თანამშრომლობის ფარგლებში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებზე. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ წელს ევროპის საბჭო აღნიშნავს ორგანიზაციის დაარსების 70 წლის, კონგრესი 25 წლის, ხოლო საქართველო ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილეს.

„საუბარი შეეხო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს მომავალ თავმჯდომარეობას და თავმჯდომარეობის ფარგლებში კონგრესთან თანამშრომლობის საკითხებს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე, რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებებზე და ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე. ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო მონიტორინგის მისიების შესვლის აუცილებლობასა და საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების საერთაშორისო დღის წესრიგში მუდმივად ყოფნის მნიშვნელობაზე.

მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს კონგრესის წარმომადგენლებს იმ განცხადებებისთვის, რომლებიც ეხება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე უკანონო ქმედებებს.

მხარეები შეთანხმდნენ, აქტიურად გააგრძელონ თანამშრომლობა მომავალში“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა