ანონსი 24 სექტემბერი

24 სექტემბერს, 09:00 საათზე, ქართული და უცხოური გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული პროდუქციის გამოფენა-დეგუსტაცია გაიმართება. 10:00 საათზე გაიხსნება “საერთაშორისო კონფერენცია გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ”, რომლის ორგანიზატორია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი და გეოგრაფიული აღნიშვნების გლობალური ალიანსი - ,,OriGIn”.

მის: სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“, ვარდების რევოლუციის მოედანი #1

საკონტაქტო პირი: ნათია ფოფხაძე npopkhadze@sakpatenti.org.ge +995 599 585658

24 სექტემბერს, 09:30 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“გაიმართება სახელმწიფო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრა თემაზე „საქართველოში კარტოფილის თესლის სერტიფიცირების გზების განვითარება“.

მის: შოთა რუსთაველის გამზ. № 29

საკონტაქტო პირი: ნანა კალანდაძე, 577025857

24 სექტემბერს, 09:30 საათზე, ახალგაზრდული პოლიტიკის საკითხებზე მოწვეული ევროპის საბჭოს მრჩეველთა მისია სამუშაო შეხვედრებს იწყებს. ღონისძიებას ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი რევაზ ჩარკვიანი, სექტორი 3-ის დამფუძნებელი ქეთევან ჩაჩავა და ევროპის საბჭოს წარმომადგენელი ჯოან ჰანტინგი გახსნიან.

მის: გიული ჭოხონელიძის ქ.5

საკონტაქტო ტელ: 555 10 10 40 მარიამ ჯაფარიძე

24 სექტემბერს, 10:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატ მერაბ გაბინაშვილს მოუსმენს.

24 სექტემბერს, 10:00 საათზე, საქართველოს პროფკავშირების ორგანიზებით და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ და სიტყვით გამოვლენ:

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე

საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი იურატე იოდსნუკაიტე და ა.შ.

24 სექტემბერს, 10:00 საათზე, გიორგი ვოლსკი და ჯასტინ მაქენზი სმიტი საერთაშორისო ფორუმს - „შეუზღუდავი შესაძლებლობები: სწორი ნაბიჯების გადადგმა“ გახსნიან.

შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, 0 სართული)

24 სექტემბერს, 10:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ნათია ფანჯიკიძის ინიციატივით გაიმართება ართ-თერაპევტთა საერთაშორისო კონფერენცია „სურათები გონების ლაბირინთიდან“. ღონისძიების მხარდამჭერები არიან კავკასიის უნივერსიტეტი და ქალაქ თბილისის მერია.

მის: პაატა სააკაძის 1

საკონტაქტო: მარიამ მაღულარია, 595 51 94 51

24 სექტემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, დოქტორი ანა დოლიძე გამართავს პრეზენტაციას თემაზე -"რეალური ნაბიჯები მომავალი, თავისუფალი სასამართლოსთვის". ღონისძიებას დაესწრებიან არასამთავრობო ორგანიზაციების და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები

მის: რუსთაველის გამზ. 13

საკონტაქტო პირი: ნინო წულაძე, 995 593 620 111

24 სექტემბერს, 10:00 საათზე, ათეა-ს პრეზიდენტის, დედაქალაქის მერის კახა კალაძის ინიციატივით, ათეა-სა და ევროსაბჭოს კონგრესის ერთობლივი ღონისძიება გაიმართება, რომელიც საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის, ევროპის საბჭოს 70 წლისა და ევროპის საბჭოს კონგრესის 25 წლის იუბილეებს მიეძღვნება. ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერების მიზნით გამართულ საზეიმო ცერემონიაში, კახა კალაძესთან და ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი - ქსავიერ კადორე და ევროსაბჭოს კონგრესის გენერალური მდივანი - ანდრეას კიფერი მიიღებენ მონაწილეობას.

მის: თავისუფლების N2. (თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო)

24 სექტემბერს, 11:30 საათზე, პარლამენტში, „ევროპული საქართველოს“ ფრაქციის ოთახში დავით ბაქრაძის და ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრიფინგი.

თემა: საბიუჯეტო ცვლილებები

საკონტაქტო ინფორმაცია: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08

მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

24 სექტემბერს, 11:30 საათზე, კამპანია „იცურე მშვიდად“ მონაწილე ორგანიზაციები აქციას გამართავენ თბილისის ზღვაზე - ე.წ. კოშკთან, სადაც წლების განმავლობაში კუსტარული პლაჟია მოწყობილი და ზაფხულის განმავლობაში მოქალაქეები მაშველების მომსახურების გარეშე ისვენებენ. თბილისის ზღვაზე, ე. წ. კოშკის მიმდებარე ტერიტორია, სადაც წყალსაცავს საინჟინრო არხით მდინარე იორის წყალი უერთდება, ერთ-ერთ ყველაზე საფრთხის შემცველ ადგილად არის მიჩნეული.

საკონტაქტო: ლანა გიორგიძე 598 467070

24 სექტემბერს 11:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, 20-21 ივნისის მოვლენებისას დაკავებულების მხარდასაჭერად გაიმართება აქცია - "გამოდი სამართლიანობისთვის".

24 სექტემბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში “სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელი, ლადო ბოჟაძე, რომელიც კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვებში მონაწილეობს, პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: საარჩევნო ცვლილებები - ხელისუფლების ინიციატივები და ოპოზიციის მოთხოვნა.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

24 სექტემებრს, 12:00 საათზე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებისა და ლიეტუვას რესპუბლიკის სეიმის წევრების შეხვედრა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N532 (C კორპუსი, V სართული)

24 სექტემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N224 (C კორპუსი, II სართული)

24 სექტემბერს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში„მრავალენოვანი საქართველოს” თავმჯდომარე, არნოლდ სტეპანიანი, რომელიც კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვებში მონაწილეობს, პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: საარჩევნო ცვლილებები - ხელისუფლების ინიციატივები და ოპოზიციის მოთხოვნა. სახალხო განხილვები და უმცირესობების ჩართულობა პროცესში.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

24 სექტემბერს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულების - მორის მაჩალიკაშვილის, ბეჟან ლორთქიფანიძის, ილია მემანიშვილის და გოგი ქურდოვანიძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

24 სექტემბერს, 12:00 საათზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, სასტუმრო „სტამბაში“ არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციებისთვის 18 ახალი პროექტის განხორციელების შესახებ გამართულ პრეზენტაციას დაესწრება.

საკონტაქტო პირები: ეკა საათაშვილი 577465526

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, +995 599 196907

24 სექტემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი რადისონ ბლუ ივერიაში“ კონკურსის #ქალაქიხასიათით ორგანიზატორები პრესკონფერენციას გამართავენ. კონკურსის მიზანია საქართველოს ქალაქების ინდივიდუალური ხასიათის წარმოჩენა და მათი ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა.

24 სექტემბერს, 13:00 საათზე, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მიერ სახელმწიფო უწყებებში არსებული სამოქალაქო ჩართულობის ინსტრუმენტებთან და პრაქტიკებთან დაკავშირებულ საკითხებზე შექმნილ თემატური მოკვლევის ჯგუფში გაიმართება ზეპირი მოსმენა.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სათათბირო ოთახი N418 (C კორპუსი, IV სართული).

24 სექტემბერს, 13:00 საათზე, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N238 (C კორპუსი, II სართული).

24 სექტემბერს, 13:00 საათზე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

მის: პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

24 სექტემბერს, 14:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართება.

თემა: სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის რამდენიმე პირი დააკავა, მათ შორის ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით

მის: გულუას ქ. N10

24 სექტემბერს, 14:00 საათზე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების (07-3/380; 28.06.2019 და 07-3/384; 17.07.2019) საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართება.

24 სექტემბერს, 14:00 საათზე, ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს. თემა: გაფრთხილება მოსახლეობას და რთული ვითარება ბუნებრივი აირის უსაფრთხოების კუთხით; ძირითადი პრობლემები, რომელზეც რეაგირება არ ხდება; უბედური შემთხვევები სტატისტიკა და მოსალოდნელი შედეგები სეზონის მოახლოებასთან ერთად.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

24 სექტემბერს, 15:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობისთვის ბრალდებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

24 სექტემბერს, 18:00 საათზე, "გამარჯვებული საქართველოს" წევრი მიშა კაჭკაჭიშვილი თანამოაზრეებთან ერთად , პარლამენტის წინ, 20 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებული ლევან ჯიქურის პატიმრობას გააპროტესტებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა