გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტების ნაწილს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ დუშეთში და დუშეთის რაიონის სოფლებში, გუდაურში, ქუმლისციხეში, ქვეშეთსა და მიმდებარე სოფლებში.

ასევე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ 13:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში: ყანობი, კობი, ალმასიანი და მიმდებარე სოფლები. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.