სალომე ზურაბიშვილი და ეკატერინე ტიკარაძე აშშ-ს ჯანდაცვისა და ადამიანური რესურსების სახელმწიფო მდივანს შეხვდნენ

გაეროს 74-ე ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, აშშ-ს ჯანდაცვისა და ადამიანური რესურსების სახელმწიფო მდივანს ალექს აზარს შეხვდნენ. შეხვედრას დელეგაციის სხვა წევრებიც ესწრებოდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს მინისტრმა, ამერიკულ მხარეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა მიზანმიმართულად აქვთ შეზღუდული, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობა მოკლებულია ჯანდაცვისა და სხვა სერვისებზე წვდომას.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო, პირველადი ჯანდაცვის რგოლის, საყოველთაო ჯანდაცვისა და სადაზღვევო სისტემის განვითარებას. აშშ-ს ჯანდაცვისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მიმდინარე პროექტები წარმატებით ხორციელდება და მომავალშიც გაგრძელდება.

„ქართულ დელეგაციასთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ჩვენი ქვეყნები ჯანდაცვის საკითხებში წლებია თანამშრომლობენ, არსებული ურთიერთობა კი დღეს უფრო გავამყარეთ. ვისაუბრეთ თანამშრომლობის გაფართოების გზებზე, რათა ქართველებისთვის ჯანდაცვის სისტემის კიდევ მეტად გაუმჯობესება მოხდეს“, - განაცხადა ალექს აზარმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა