თელავში, ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება

თელავში, ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. საავადმყოფოს დირექტორის ზურა საჩიშვილის ინფორმაციით, 50 წლამდე მამაკაცს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ის ამ ეტაპზე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

ზურა საჩიშვილის თქმითვე, მას ცეცხლნასროლი ჭროლობები სახის არეში აქვს მიყენებული.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, თელავში, ჭონქაძის ქუჩაზე, მამაკაცმა ყოფილი მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. ქალი ადგილე გარდაიცვალა, რის შემდეგაც, მამაკაცმა თვითდაზიანებები მიიყენა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომზდარზე გამოძიება, სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა