ბაკურიანის შემოვლითი გზა გაიხსნა

დაბა ბაკურიანში 3 კილომეტრიანი შემოვლითი გზის მშენებლობა დასრულდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვთარების ფონდმა ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა და პროექტის ღირებულებამ 6.3 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა 3 კილომეტრიანი გზის მშენებლობა, მოეწყო გზის სავალი ნაწილი ბეტონის საფარით, წყალგამტარი მილები, სადრენაჟე სისტემები, მიერთებები, გვერდულები და საფეხმავლო ბილიკები. გზის მშენებლობის სამუშაოები 2018 წლის ივნისში დაიწყო და მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდა.

„შემოვლითი გზის მშენებლობას კურორტ ბაკურიანის განვითარებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შემოვლითი გზის არარსებობის გამო, ბაკურიანში ხშირი იყო საცობები, რაც ტურისტების და ადგილობრივი მოსახლეობის კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას უშლიდა ხელს. გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ ეს პრობლემა მნიშვნელოვნად მოგვარდება.

გარდა აღნიშნული პროექტისა მუნიციპალური განვთარების ფონდი ბაკურიანში 8 მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს, რომლის ჯამური ღირებულება 55 მილიონი ლარია. ამ პროექტების ფარგლებში, ბაკურიანში აშენდება მრავალსართულიანი ავტოსადგომი, მიტარბისა და კოხტას საბაგირომდე მისასვლელი გზა და გაფართოვდება ავტოსადგომი დიდველზე, შენდება პოლიციის ახალი ორსართულიანი შენობა, მიმდინარეობს ბაკურიანის ცენტრალური ბილიკისა და გზის მოწყობის სამუშაოები, ბაკურიანის ურბანული განახლების პროექტი და ბაკურიანის რეკრეაციულ პარკში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი. ასევე, ფონდს დაგეგმილი აქვს ბაკურიანისთვის 30-მდე სხვადასხვა სახის სპეციალური ტექნიკის შეძენაც,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა