საბერძნეთის ნაპირებთან 5,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ აშშ-ის გეოლოგიური სამსახური იუწყება. მიწისძვრა დასახლებულ პუნქტ მაკრი-იალოსიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 91 კილომეტრზე დაფიქსირდა. ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.