ადვოკატი მოსამართლეს - ამ უსინდისობაში მარტო არ ხართ!

ამ უსინდისობაში მარტო არ ხართ, - ამ სიტყვებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს ნატო ხუჯაძეს 20 ივნისის საქმეზე ბრალდებულ ბეჟან ლორთქიფანიძის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ. მან მოსამართლეს განუცხადა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით, მას მომავალში კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს.

"რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ, არის ფარსი, ეს არ არის სასამართლო პროცესი. აუცილებლად დადგება მომავალში დრო, თქვენ რომ მოგიწევთ პასუხების გაცემა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება. ახლა რაღაცებს რომ ინიშნავთ, ეს არის ფარსი! ამ უსინდობაში მარტო არ ხართ! გახარია ეთერიდან ეთერში აცხადებს, რომ ყველაფერზე პასუხისმგებლობას იღებს, არადა ვიცით, რომ მხდალი ადამიანია და პროკურორების ზურგს უკანაა ამოფარებული. როცა ის ამბობს, რომ ყველაფერზეა პასუხისმგებელი, როგორ შეიძლება ის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციას არ ატარებდეს? როგორ შეიძლება მას არ ვკითხოთ, ვინ გასცა დამიზნებით სროლის ბრძანება?" - განაცხადა ბასილაიამ.

ადვოკატები 20 ივნისის საქმეზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის გიორგი გახარიას, ასევე ნათია მეზვრიშვილის, ანზორ ჩუბინიძისა და ნინო ჯავახაძის დაკითხვას ითხოვენ. დააკმაყოფილებს თუ არა, მოსამართლე ადვოკატების შუამდგომლობას, რამდენიმე წუთში გახდება ცნობილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა