ეკატერინე ტიკარაძე გაერო-ს  ასამბლეის  74-ე სესიას დაესწრო

ეკატერინე ტიკარაძე გაეროს ასამბლეის 74-ე სესიას დაესწრო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ორგანიზაციის წევრმა სახელმწიფოებმა ერთობლივი დეკლარაცია შეიმუშავეს, რომელშიც 2030 წლისთვის, მსოფლიო ჯანდაცვის მთავარი ამოცანები და გამოწვევებია ასახული. დეკლარაციის მიხედვით ჯანდაცვაზე საყოველთაო წვდომის უზრუნველყოფა და ჯანმრთელობის აღიარება მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური ინვესტიციაა. განსაკუთრბული ყურადღება დაეთმო, პირველადი ჯანდაცვის როლის განვითარებას მსოფლიოში.

„უმაღლესი დონის შეხვედრას, ნიუ-იორკში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მთავარ ოფისში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დაესწრნენ.

“ერთად ვიმოძრაოთ, უფრო ჯანმრთელი მსოფლიოს ასაშენებლად” - ამ სიტყვებით გაიხსნა, გაეროს 74-ე ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრა, რომელიც წელს, საყოველთაო ჯანდაცვის თემატიკას მიეძღვნა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა