ლევან გოგიჩაიშვილი - გადაწყვეტილების მისაღებად მჭირდება დავინახო ადამიანი,  რომელიც სუნთქავს  და არა მოსამართლე, რომელიც  შეერთებულია დენის წყაროზე

იმისთვის, რომ გადაწყვეტილება მივიღო, მჭირდება დავინახო კანდიდატი, ადამიანი, რომელიც სუნთქავს და არა მოსამართლე, რომელიც შეერთებულია დენის წყაროზე. ყოველ მეორე სიტყვაზე ამბობს, რომ პასუხს არ გაგცემს, იმიტომ, რომ მოსამართლეა. რაღაც, დაქოქილი ფორთოხალივით გვესაუბრება აქ, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ამ წუთებში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდდატს, მერაბ გაბინაშვილს უსმენენ.

თავდაპირველად, ლევან გოგიჩაიშვილმა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს პროცედურებთან დაკავშირებით მიმართა უზრუნველყოს ის, რომ კანდიდატმა დასმულ შეკითხვას მარტივად უპასუხოს - კი ან არა.

„რომ გითხრათ, რომ მისი აზრები ჩემთვის რაღაც განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, წინასწარ გეუბებით, რომ ეს ასე არ არის. უბრალოდ, მე რომ გადაწყვეტილება მივიღო, ამისათვის მჭირდება დავინახო კანდიდატი არა, რაღაც რობოტი და ელექტრონული მომართვით, არამედ ადამიანი, მოქალაქე, რომელიც სუნთქავს, რომელსაც უხარია, რომელიც იცინის, ხან ეტირება, ხან იძინებს, ხან იღვიძებს და არა მოსამართლე, რომელიც შეერთებულია დენის წყაროზე, ყოველ მეორე სიტყვაზე ამბობს, რომ პასუხს არ გაგცემს, იმიტომ, რომ მოსამართლეა. რაღაც, დაქოქილი ფორთოხალივით გვესაუბრება აქ. ამიტომ, მე მინდა კითხვებზე პასუხი „კი“ და „არა“, პასუხი საქართველოს მოქალაქის, რომელმაც უნდა ჩაიბაროს ჩვენი სასამართლოს მომავალი და უნდა განსაჯოს მინიმუმ მომავალი ორი თაობის საქმეები. დღეს აქ მინიმუმ, ორი პოლიტიკური თაობის საქმეს ვაკეთებთ, ამიტომ, უზრუნველყავით, რომ მინიმალური სტანდარტი დაიცვას მოქალაქე მერაბ გაბინაშვილმა და გვესაუბროს, როგორც პასუხისმგებლობით, ისტორიული შეგრძნებებით, სოციალური შეგრძნებებით აღვსილმა საქართველოს მოქალაქემ. მშრალი პასუხები, რომ მოსამართლე ვარ და იმის იქით არ ვარსებობ, არ უნდა იყოს“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ამ კონტექსტში დეპუტატმა მოსამართლეობის კანდიდატ მერაბ გაბინაშვილსაც მიმართა.

„მე ნუ მცემთ პასუხს, ჩემო ბატონო. აქ, (საკომიტეტო დარბაზში) კამერები აყენია, მოქალაქეები გიყურებენ და პასუხი მათ გაეცით. თქვენ, თუ მე არ მცემთ პატივს, ეს ჩემთვის არაფერს ნიშნავს. იმ ადამიანებს ეცით პატივი, რომლის ბედიც თქვენ უნდა განსაზღვროთ,“-აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.

რაც შეეხება კომიტეტის თავმჯდომარის პასუხს, როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, ის ყველა კანდიდატს მოუწოდებს, რომ დასმულ შეკითხვებს უპასუხონ, თუმცა ამასთანავე კანდიდატთაგან ბევრი მოქმედი მოსამართლეა, არსებობს კონსტიტუცია, ეთიკის ნორმები, რომელიც გარკვეულ შემთხვევაში მათ შეიძლება ზღუდავდეთ.

„თუმცა, არჩევანი მათზეა, შეუძლიათ წინ წავიდნენ და გვიპასუხონ. ასე რომ, თუკი ვინმე, რაიმე ფორმით არ გვცემს პასუხს, ესეც მოცემულობაა თითოეული ჩვენგანისთვის - შევაფასოთ ეს მოცემულობა“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა