აბაშის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული  „აბაშობიდან   აბაშობამდე“  გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „აბაშობიდან აბაშობამდე“ გაიმართა. აღნიშნულ ინფორაციას აბაშის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, „აბაშობის“ დღესასწაულს უამრავი საპატიო სტუმარი ჰყავდა: ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი, სამღვდელოების სხვა წარმომადგენლები. ამასთან, მარტვილი-აბაშის მაჟორიტარი დეპუტატი, ოთარ დანელია, პარლამენტის წევრები, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილეები, დავით ფარცვანია, დავით ვერავა, ნუკრი ხასია. სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ბიზნესმენები, აბაშის საპატიო მოქალაქეები.

სახალხო დღესასწაულის „აბაშობიდან აბაშობამდე“ საზეიმო დახურვაზე აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან მაკალათიამ აბაშელებსა და სტუმრებს მიმართა და აღნიშნა, რომ მოხარულია სახალხო ზეიმის ტრადიციის აღდგენით.

„უდიდესი სიყვარულით ვულოცავ ჩემს აბაშელებს ამ მნიშვნელოვან და ულამაზეს დღესასწაულს, მიხარია, რომ აღსდგა სახალხო ზეიმის ტრადიცია, ეს გახლავთ ერთობის, სიყვარულის, სიკეთის დღე. აბაშაში ჭკვიანი, მშრომელი ადამიანები ცხოვრობენ, მათთან ურთიერთობით, ერთმანეთის მხარდაჭერით შევძლებთ ვაკეთოთ დიდი საქმეები და სიახლეები შევიტანოთ მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში“, - მიმართა აბაშელებსა და სტუმრებს მერმა.

ღონისძიება მიჰყავდათ ცნობილ მსახიობებს: გურამ ჯაშსა და ზურაბ ბერიკაშვილს.

ამირან შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის თეატრის მსახიობები ლამაზი ნომრებით მთელი დღის განმავლობაში ახალისებდნენ ქალაქის სტუმრებს. მუნიციპალიტეტის მერმა ადმინისტრაციული ერთეულების საექსპოზიციო კუთხეებთან უმასპინძლა სტუმრებს.

აბაშაში პირველად აბაშის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით დაწესდა მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას და საქვეყნოდ აღიარებული მეცენატის, აკაკი ხოშტარიას საპატიო ჯილდოები, რომელიც რამდენიმე ამაგდარ ადამიანთან ერთად, ამირან შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის სახელმწიფო თეატრსაც გადაეცა.

სახალხო დღესასწაულზე დასახელდნენ საპატიო აბაშელები, მათ სიმბოლურად გასაღები და მედალი გადასცა აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან მაკალათიამ. ეს ტიტული ოთხ, მართლაცდა, გამორჩეულ პიროვნებას ერგო.

დღესასწაულისადმი მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობდნენ ადგილობრივი და მოწვეული მომღერლები. საღამო ჯგუფ „არგოს“ კონცერტითა და ფეიერვერკით დასრულდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღესასწაული ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, ჩატარდა სხვადასხვა საინტერესო ღონისძიება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა