კახა კუკავა  -  პროპორციულ არჩევნებთან ერთად,  უნდა აღდგეს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი

„თავისუფალი საქართველო“ კონსტიტუციური ცვლილებების საჯარო განხილვის პროცესში მონაწილეობს და პარტია მხარს უჭერს ცვლილებების შემოთავაზებულ მოდელს, რაც 2020 წლიდან ბუნებრივი ბარიერის პირობებში პროპორციულ საპარლამენტო საარჩევნო სისტემაზე გადასვლას გულისხმობს.

როგორც „თავისუფალი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პარტიას მიაჩნია, რომ გონივრული იქნება „თუ ეს მოდელი მომავალშიც შენარჩუნდება.

ამასთან, როგორც „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარემ, კახა კუკავამ საზოგადოებასთან შეხვედრის დროს განაცხადა, პარტია მიიჩნევს, რომ აუცილებელია აღდგეს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის წესი, რათა არ არსებობდეს ბუნდოვანება, ვინ არის ქვეყნის ფორმალური თუ არაფორმალური პირველი პირი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა