მიხეილ კალანდიას საქმეზე დღეს ის პირები დაიკითხნენ, რომლებიც მკვლელობის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დღეს ის პირები დაიკითხნენ, რომლებიც მკვლელობის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა ბესიკ ქვარცხავამ განუცხადა.

„დღევანდელ სხდომაზე დაიკითხა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი 4 მოწმე. ოთხივე მოწმემ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც პირდაპირ კავშირშია ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდების შინაარსთან. ეს მოწმეები გახლდნენ სწორედ ის პირები, რომლებიც ცხოვრობენ, ან მუშაობენ შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ერთ-ერთი მოწმე გახლდათ 51-ე სკოლის იმდროინდელი მოსწავლე. შესაბამისად, მათ გარკვეული შემხებლობა ჰქონდათ, როგორც კონფლიქტში მონაწილე პირებთან, ასევე დანაშაულის ჩადენის ადგილთან, სადაც განხორციელდა დავით სარალიძის მკვლელობა“, - განაცხადა ქვარცხავამ.

რაც შეეხება იმ საკითხს, რომ შესაძლოა, თუ არა, დამნაშავე პირთა წრე გაიზარდოს, პროკურორი აცხადებს, რომ თუ რომელიმე პირის მიმართ რაიმე სახის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება, ბუნებრივია, მის მიმართ შესაბამისი სამართლებრივი შეფასება და სამართლებრივი ღონისძიებების გატარება მოხდება.

შემდეგი სასამართლო სხდომა 3 ოქტომბერს, 16:00 საათზე გაიმართება.

ცნობისთვის, მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა