ანონსი  25 სექტემბერი

25 სექტემბერს, 09:45 საათზე, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი კვლევის „სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის გავლენა ვაჟისათვის უპირატესობის მინიჭებასა და გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის საზიანო პრაქტიკაზე საქართველოში“ ძირითად მიგნებებსა და რეკომენდაციებს წარადგენს.

ღონისძიებას გახსნიან: საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის თანათავმჯდომარე, გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე .

მის: სასტუმრო „Holiday Inn“

25 სექტემბერს, 10:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული).

25 სექტემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი საზოგადოებას ექვსთვიანი მუშაობის შედეგებს წარუდგენს.

25 სექტემბერს, 11:00 საათზე, საკრებულოში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის: თავისუფლების 2

25 სექტემბერს, 11:00 საათზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში სისხლის უანგარო დონაციის აქცია "ვეტერანები სიცოცხლის გადასარჩენად" გაიმართება.

მის: ვახტანგ გორგასლის შესახვევი N12ა.

25 სექტემბერს, 11:00 საათზე, გენერალურ პროკურატურაში შეწყალების საქმესთან დაკავშირებით პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის დიმიტრი გაბუნიას გამოკითხვა იგეგმება.

25 სექტემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველო-სომხეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, გიორგი ვოლსკი სომხეთ -საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, სომხეთის რესპუბლიკის ნაციონალური ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტს, ლენა ნაზარიანს შეხვდება.

საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410).

25 სექტემბერს, 11:00 საათზე, მე-13 საერთაშორისო სიმპოზიუმი „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები“ გაიხსნება.

მის: გუდიაშვილის ქ.7, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი.

25 სექტემბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ თავმჯდომარის, უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის თანაშემწის კახა წიქარიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა პარლამენტში. შეწყალების სკანდალი და დაწყებული გამოძიება, უნდა დადგეს, თუ არა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი.

25 სექტემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

25 სექტემბერს, 12:00 საათზე, კინოთეატრ ამირანში, მედიის წარმომადგენლებისთვის, კინომცოდნეებისა და ბლოგერებისთვის ფილმ „შინდისის“ ჩვენება გაიმართება. მათ შესაძლებლობა ექნებათ, შეხვდნენ რეჟისორს, დიტო ცინცაძეს, მსახიობებს: დავით ბახტაძეს, გოგა პიპინაშვილს, იდეისა და პროექტის ავტორს - ედმონდ მინაშვილს, პროდიუსერ ვლადიმერ კაჭარავას, ოპერატორს მინდია ესაძეს და სცენარის ავტორს ირაკლი სოლომონაშვილს.

საკონტაქტო: +995577343355

25 სექტემბერს, 12:00 საათზე, დეპუტატი ელენე ხოშტარია, №8 პენიტენციურ დაწესებულებაში, 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულებს მოინახულებს.

მის: გლდანის მე-7 მ/რ, მე-2 კმ

საკონტაქტო: თამარ მეტონიძე 577 53 52 32

25 სექტემბერს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: მეშახტეების პროტესტი ტყიბულში. შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები - გააუმჯობესებს, თუ არა შემოთავაზებული ინიციატივები დასაქმებულთა უფლებებს.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

25 სექტემბერს, 13:00 საათზე, გენერალურ პროკურატურაში შეწყალების საქმესთან დაკავშირებით მოკლული პოლიციელის თარაშ მუკბანიანის მეუღლის თამარ კაცაძის გამოკითხვა იგეგმება.

25 სექტემბერს, 13:00 საათზე, დმანისში, სოფელ სარკინეთში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიის გახსნის ღონისძიებას დაესწრება.

25 სექტემბერს, 14:00 საათზე, ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში, საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების (07-3/380; 28.06.2019 და 07-3/384; 17.07.2019) საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართება.

25 სექტემბერს, 15:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ოლივერ ვენდელ ჰოლმსის სადისკუსიო კლუბ „იდეათა ბაზრის“ გახსნის პრეზენტაცია გაიმართება.

მის: ჩარგლის ქ. 73.

25 სექტემბერს, 15:00 საათზე, საავტორო უფლებათა ასოციაცია საზღვრისპირა სოფელ მერეთში ცნობილი ქართველი მომღერლების მონაწილეობით, კონცერტს გამართავს.

25 სექტემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრის და პარტია ,,სამართლიანობისთვის" თავმჯდომარის, ეკა ბესელიას ბრიფინგი გაიმართება.

თემა: პარლამენტის რეზოლუციის პროექტის ინიცირება სასამართლო სისტემის თაობაზე.

მის: B კორპუსი, II სართული (ბიუროს ოთახის წინ).

25 სექტემბერს, 16:30 საათზე, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრები ევროპის საბჭოს ახალგაზრდული პოლიტიკის ექსპერტთა მისიის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410).

25 სექტემბერს, 17:00 საათზე, სექტორი 3-ში, კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის დაარსების 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მიღება გაიმართება, რომელსაც კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო, სხვადასხვა რელიგიური გაერთიანებების, დიპლომატიური კორპუსისა და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები დაესწრებიან.

მის: „სექტორი 3“ - ჰაბი განვითარებისთვის / მის: დიღომი, გიული ჭოხონელიძის ქ.5

საკონტაქტო: მარიამ ჯაფარიძე 555 10 10 40

25 სექტემბერს, 18:00 საათზე, ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში, ბათუმის ფოტოდღეები 2019-ის დასკვნითი გამოფენა „სელას კვალდაკვალ “ გაიხსნება.

25 სექტემბერს, 19:00 საათზე, „ფაბრიკაში „ გაიმართება სოციალური მედია-სტარპატის “ამბებს მიღმა” ლაივ-დისკუსია თემაზე: რა გავლენა აქვს სოციალურ მედიას ჩვენს ცხოვრებაზე.

მის: ფაბრიკა (Jungle Room), ეგნატე ნინოშვილის ქ. #8

საკონტაქტო : ქეთევან ბერაძე, 595 111 887

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო