მაჭახელას ეროვნულ პარკში შველი გაუშვეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაჭახელას ეროვნული პარკის რეინჯერებმა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონის სამმართველოს თანამშრომლებმა ველურ ბუნებაში შველი გაუშვეს. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მდინარეში ჩავარდნილი შველი ადგილობრივმა მცხოვრებმა იპოვა და დასახმარებლად რეინჯერებს მიმართა.
შველის დათვალიერების შემდგომ მას არანაირი დაზიანება არ აღმოაჩნდა და შესაბამისად, მისი მაჭახელას ეროვნულ პარკში გაშვების გადაწვეტილება მიიღეს.

























