მეშახტეები ტყიბულის მერიასთან იკრიბებიან

მეშახტეები ტყიბულის მერიასთან იკრიბებიან

ტყიბულში მეშახტეები მერიასთან იკრიბებიან. მათი მოთხოვნა უცვლელია - მიიღონ კუთვნილი ხელფასები და ინფორმაცია კომპანიიდან, როდის აღდგება შახტებში საწარმოო პროცესი.

მეშახტეების მხარდასაჭერად აქციაზე ადგილობრივი მოსახლეობაც მიდის, მათ შორის რამდენიმემ ბავშვები მიიყვანა. მათი თქმით, „ბავშვებს არ გაუშვებენ სკოლაში, სანამ არ მოხდება მეშახტეების მოთხოვნების დაკმაყოფილება“.

შეგახსენებთ, რომ მეშახტეები ხელფასების დარიგებას ითხოვენ, კომპანია „საქნახშირი“ კი აცხადებს, რომ ფინანსური პრობლემები აქვს.