შოთა გეწაძე - ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება მაშინდელი კანონმდებლობით კანონიერი იყო

„მოსარჩელე ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მაშინდელი კანონმდებლობით კანონიერი იყო“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, შოთა გეწაძემ განაცხადა.

დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ შოთა გეწაძეს დაუსვა კითხვა, მისი აზრით, სამართლებრივად გამართული და კანონიერი იყო თუ არა მისი გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის და მისი მეუღლის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით. ბერაიამ გეწაძეს სთხოვა, ეპასუხა „კი“ ან „არა“.

„ეს ისეთი საკითხია, მხოლოდ „კი“ და „არა“, მე ვფიქრობ, არასაკმარისი იქნება. სამართლებრივად სწორი რომ იყო, ამაზე „კი“, რა თქმა უნდა, მაგრამ რატომ იყო სამართლებრივად სწორი, თქვენ არ გსურთ ამაზე პასუხი?“ - მიმართა გეწაძემ დეპუტატს.

მანვე ბერაიას კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ეს იყო სამართლიანი გადაწყვეტილება, დადებითი პასუხი გასცა.

„ეს იყო მაშინდელი კანონმდებლობით კანონიერი გადაწყვეტილება. მოქალაქეობა არ არის უფლება, რომ ჩვენ სამართლიანობაზე ვისაუბროთ, ამიტომაც სამართლიანი და კანონიერი ამ შემთხვევაში ერთმანეთს ემთხვეოდა“, - განაცხადა გეწაძემ.

ბერაიამ მას ასევე დაუსვა კითხვა, იმის გამო, რომ გეწაძის გადაწყვეტილება საზოგადოების ნახევარზე მეტმა უსამართლოდ ჩათვალა, ხომ არ ფიქრობს, რომ მისი უზენაეს სასამართლოში გადასვლა რეპუტაციას შეულახავს საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

„ვფიქრობ, ეს არ იმოქმედებს რეპუტაციაზე. მხოლოდ სამართლიანობაზე საუბარი ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, განსხვავებით სხვა საკითხებისგან, სამართლებრივად სწორი არ არის. ამ გადაწყვეტილების სამართლიანობაზე რომ ვსაუბრობთ, სამართლებრივ შეფასებას ვერ ავცდებით.

იყო ასეთი ვითარება, მოსარჩელე ივანიშვილსა და მოსარჩელე ხვედელიძეს, ორივეს გააჩნდათ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა. მოსარჩელე ხვედელიძეს ასევე გააჩნდა საფრანგეთის მოქალაქეობა. შემდგომში მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს, რომ მიენიჭებინა მათთვის საქართველოს მოქალაქეობა. განაცხადში ორივე მოსარჩელის შემთხვევაში დაფიქსირდა, რომ არიან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები. პრეზიდენტმა ორივეს მიანიჭა საქართველოს მოქალაქეობა. წლების შემდეგ, 2011 წელს პრეზიდენტმა ორივეს შეუწყვიტა მოქალაქეობა. მოსარჩელე ივანიშვილს იმ საფუძვლით, რომ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემდეგ მან მიიღო საფრანგეთის მოქალაქეობა. მაშინდელი კონსტიტუციური ჩანაწერით და ასევე, ორგანული კანონით მოქალაქეობის შესახებ, თუ საქართველოს მოქალაქე შემდგომში მიიღებს უცხო ქვეყნის მოქალაქეობას, მას შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობა. ზუსტად ეს იყო მაშინ სახეზე“, - განაცხადა გეწაძემ.

იხილეთ ვიდეო

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო