პირველად საქართველოში, „აჭარა ჯგუფი” Design Hotels-ის წევრების წლის ღონისძიებას - „არენას” უმასპინძლებს

პირველად საქართველოში, 26 სექტემბერს, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში „აჭარა ჯგუფი“ „თიბისი“ სტატუსის მხარდაჭერით Design Hotels-ის წევრების წლის ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვან ღონისძიებას - „არენა“-ს უმასპინძლებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თიბისიდან“ აცნობეს, აღნიშნულ ღონისძიებას 300-ზე მეტი სასტუმროს მფლობელი და წარმომადგენელი დაესწრება, რომლებიც თავიანთ ქვეყანებში სტუმარ-მასპინძლობის სფეროში ტენდენციებს ქმნიან, არქიტექტურისა და დიზაინის მიმართულებით ახალ სტანდარტებს აყალიბებენ და საზოგადოებას ინოვაციურ გასტრონომიას სთავაზობენ.

მათივე ინფორმაციით, Design Hotels-ის სასტუმროების მფლობელები, რამოდენიმე დღეს გაატარებენ საქართველოში, გაიცნობენ ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის პოპულარიზაციას, ტურიზმის ზრდას და ეკონომიკურ წინსვლას.

„ღონისძიების ფარგლებში, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ეზოში ქართველი ფერმერების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ საქართველოში წარმოებული პროდუქტი და იხილონ ქართველი მეწარმეების მიერ შექმნილი პროდუქცია. აღნიშნული ღონისძიება კარგი პლატფორმაა, როგორც პროდუქციის წარმოჩენის, ასევე საექსპორტო ბაზრის ათვისებისათვის.

Design Hotels, რომელიც 1993 წელს მხოლოდ 10 ლეგენდარული სასტუმროს პორტფოლიოს ფლობდა, დღეს მსოფლიოში ასობით გამორჩეული დიზაინისა და არქიტექტურის მქონე სასტუმროს აერთიანებს. თითოეული მათგანი მსოფლიოს ასობით წერტილში - დედაქალაქებში, მიუვალ მთებსა თუ უჩინარ სანაპიროებზე შემოქმედებითი თვითგამოხატვის უნიკალური ნიმუშია. Design Hotels-ის წევრი სასტუმროები ადგილობრივ კულტურაზე დაფუძნებული იდეის გარდა, თანამედროვე და ინოვატორული ხედვით გამოირჩევა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა