ხვალ ტყიბულში საპროტესტო აქცია განახლდება

ხვალ ტყიბულში საპროტესტო აქცია განახლდება

ტყიბულში მეშახტეთა საპროტესტო აქცია დასრულდა. აქციაზე დღეს მეშახტეებთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობა იმყოფებოდა, რომელიც მეშახტეებს მხარდაჭერას უცხადებს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ მეშახტეების გვერდით იდგებიან, ვიდრე მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება არ მოხდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მეშახტეებმა განუცხადეს, ისინი საპროტესტო აქციას ხვალ, 11 საათისთვის მერიის წინ განაახლებენ.

შეგახსენებთ, რომ მეშახტეები ხელფასების დარიგებას ითხოვენ. გუშინ 25-მდე მეშახტე შახტაში ჩავიდა და ამოსვლაზე უარს აცხადებს, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.