უმეთვალყურეო ცხოველების პოპულაციის მართვას და ცოფთან ბრძოლის სტრატეგიას რეგიონულ შეხვედრაზე განიხილავენ

უმეთვალყურეო ძაღლების პოპულაციის მართვასთან და ევრაზიის ქვეყნებში ცოფის გავრცელების საკითხებთან დაკავშირებით, თბილისში ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) რეგიონული შეხვედრა მიმდინარეობს. აღნიშნულ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 12 ქვეყნის წარმომადგენელი, სამუშაო ფორმატში, ცხოველთა კეთილდღეობის 2017-2019 წლების შედეგებს აჯამებს, მომავალი წლების სამოქმედო გეგმასა და დასავლეთ ევრაზიის ქვეყნებში ცოფის გავრცელების საკითხებს განიხილავს.

„შეხვედრა ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დელეგატმა საქართველოდან, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძემ გახსნა, რომელმაც საქართველოში არსებულ ვითარებაზე, დაავადებების საწინააღმდეგოდ გატარებულ ვეტერინარულ ღონისძიებებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.

2013 წლიდან საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს შინაური ბინადარი ცხოველების (ძაღლი, კატა) ვაქცინაცია ცოფის საწინააღმდეგოდ; ასევე მოსახლეობის ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება. ბოლო წლებში ჩატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგად ქვეყანაში მნიშვნელოვნად არის შემცირებული ცხოველებში ცოფის გამოვლენის შემთხვევები.

2015 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO), ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსის (GARC) ინიციატივით შემუშავდა სტრატეგია, რომლის მიზანიც 2030 წლისთვის ცხოველისგან ადამიანის ცოფით დაიფინცირების შემთხვევების აღმოფხვრაა.

სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები უმეთვალყურეო ძაღლების პოპულაციის კონტროლთან დაკავშირებით ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაწესებულ კეთილდღეობის სტანდარტებზე, მიდგომებსა და ინიციატივებზე მსჯელობენ. შეხვედრას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს წარმომადგენლებიც ესწრებიან“, - აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, რეგიონული შეხვედრა თბილისში, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხში“ 26 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა