ზუგდიდში პირველი პრეზიდენტის სახელობის ბიბლიოთეკა აშენდება

ზუგდიდში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელობის ბიბლიოთეკა მეოთხე საბავშვო ბაღის ყოფილ ტერიტორიაზე აშენდება. ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს’’ ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს. მათივე ცნობით, ბიბლიოთეკის პროექტირების სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

აღნიშნული ინფორმაცია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, დღეს, დემოკრატიული ჩართულობის ქსელის ზუგდიდის ოფისში გამართულ შეხვედრაზე გააჟღერა, სადაც არასამთავრობო სექტორის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, მუნიციპალიტეტში 6 თვის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე ინფორმაცია მიაწოდა და მათ სამომავლო გეგმები გააცნო.

„ბიბლიოთეკაში სამკითხველო დარბაზი, ბიბლიოთეკის არქივი, მუდმივი ან დროებითი საგამოფენო სივრცე, ტურისტებისთვის საინფორმაციო ცენტრი, ინტერაქტიული სწავლებისთვის განკუთვნილი სივრცე, კაფე და ვერანდა მოეწყობა, რომელსაც ხედი დადიანების სასახლისკენ ექნება.

შეხვედრა, რომელსაც ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია ესწრებოდნენ, 2 საათის განმავლობაში, კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა