სერგო მეთოფიშვილი - ლევან გოგიჩაიშვილის განცხადება საშიშია

ყოფილი ბრალდებულები დღეს ვერ კლავენ მოსამართლეებს,თუმცა როგორც ჩანს, მაგალითად, ლევან გოგიჩაიშვილს მოსამართლეების ტანჯვის სურვილი აქვს და ამისგან,როგორც თავად ამბობს,დიდ სიამოვნებას იღებს. ჩემი აზრით,ეს ძალიან საშიში ფაქტია,-ასე ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, სერგო მეთოფიშვილი დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის მიერ მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

სერგო მეთოფიშვილის თქმით, ყოფილი ყოფილი ბრალდებულის და ახლა უკვე მოქმედი დეპუტატის ლევან გოგიჩაშვილის ეს განცხადება აღმაშფოთებელთან ერთად, სამარცხვინოც არის. ამასთან, მეთოფიშვილმა 30 წლის წინ მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა გაიხსენა, როდესაც მისივე თქმით, ყოფილმა ბრალდებულმა მოქმედი მოსამართლე მოკლა.

"არ ვიცი, დეპუტატის ეს განცხადება, რა ჩარჩოებში ჩაჯდება. თან, როდესაც მოსამართლე თამარ ალანიაზეა საუბარი, ასეთი ფაქტი გამახსენდა.თამარ ალანიას ოჯახში იურისტობის პროფესიულ ტრადიციას საფუძველი ჩაუყარა ბაბუამ.ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო. თამარის ბაბუის არჩევანი, მამამისმაც გაიზიარა და ისიც მოსამართლე იყო. ეს ადამიანი 1989 წელს მოკლეს.ციხიდან გამოსულმა ყოფილმა ბრალდებულმ. , ორი მოსამართლე მოკლა.მათ შორის, (ერთი ყოფილი და ერთი მოქმედი მოსამართლე) თამარ ალანიას მამა. მიუვარდა და ასე ვერაგულად მოკლა მკვლელობა იმდენად საზარელი იყო, რომ ამ საქმეს არც ერთი ადვოკატი არ ჰკიდებდა ხელს. .შემდეგ საქმეზე სახაზინო წესით მოიძებნა ადვოკატი. იმ დროს, ასე სასტიკად უსწორდებიდნენ ყოფილი ბრალდებულები მოსამართლეებს. ეს კარგად მახსოვს, მაშინ სამართალდამცავ ორგანოში ვმუშაობდი. ყოფილი ბრალდებულები დღეს ასე ვერ კლავენ მოსამართლეებს,თუმცა როგორც ჩანს, ზოგიერთს, მაგალითად ლევან გოგიჩაიშვილს მოსამართლეების ტანჯვის სურვილი აქვს და ამისგან,როგორც თავად ამბობს, დიდ სიამოვნებას იღებს.ჩემი აზროთ,ეს სამარცხვინოა. ამავდროულად, ძალიან საშიში ფაქტიც არის,თუ რეაგირების გარეშე დარჩება.

როგორი პოლიტიკოსია ლევან გოგიჩაიშვილის კარგად ვიცი. სამწუხაროა,როდესაც ციხიდან გამოდის ადამიანი და რომელიც აცხადებს,რომ არაფერი დამიშავებია და "დაჭრილი დაზარალებული ჯიბეში ჩამიდესო", შემდეგ ეს ყოფილი ბრალდებული დაიწყებს მოსამართლეების "ტანჯვას"... ალბათ, იმდენად განაწყენებულია, რომ ყველა მოსამართლე მისთვის სულ ერთია, ყველას ტანჯავს და სიამოვნებას ვიღებიო.ეს არის აღმაშფოთებელი ფაქტი. რიტირიკულ კითხვას დავსვამ, ძველი დრო რომ ყოფილიყო,მაინტერესებს ყოფილი ბრალდებული, პოლიტპატიმარი გოგიჩაიშვილი რას იზამდა?! ისევე დატანჯავდა, თუ უარეს რამეს იზამდა?!" - განაცხადა მეთოფიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტში უზენაესი სასამართლის მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს . დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, ეს პროცესი, რაც ახლა იურიდიულ კომიტეტში მიმდინარეობს, მოსამართლეობის კანდიდატებისთვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა. "ეს არის მათთვის ტანჯვა და მე ძალიან მსიამოვნებს, რომ ისინი იტანჯებიან ყოველ დღე ამ მოსმენების დროს,"- აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა